მიურეი ჰენრი ალექსანდრ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიურეი ჰენრი ალექსანდრ“ გადაიტანა გვერდზე „მიურეი ჰენრი“)
 
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''მიურეი ჰენრი ალექსანდრ''' - Murray Henry Alexander, Мюррей Генри Александр, 1893-1988
 
'''მიურეი ჰენრი ალექსანდრ''' - Murray Henry Alexander, Мюррей Генри Александр, 1893-1988
  
ამერიკელი ფსიქოლოგი, პერსონოლოგიის თეორიული სისტემის და თემატიკური აპერცეფციის ტესტის ავტორი. მიიღო სამედიცინო-ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური განათლება (ჰარვარდი, კემბრიჯი). ერთხანს კონსულტაციებს გადიოდა კ. იუნგთან, რამაც აღუძრა ინტერესი სიღრმის ფსიქოლოგიისა და არაცნობიერის მიმართ. თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოღვაწეობდა ჰარვარდში პროფესორად და ფსიქოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელად. მხოლოდ [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] წლებში საქმიანობდა სტრატეგიული მართვის სამასახურში. იქ მის მიერ შესრულებულმა [[ჰიტლერი ადოლფ|ჰიტლერის]] პიროვნების ანალიზმა სათავე დაუდო დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის მეთოდს (Offenderprofiling), რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მართლმსაჯულებაში, აგრეთვე პოლიტიკასა და დიპლომატიაში. მიღებული აქვს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მაღალი ჯილდო - „მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილისთვის”. მიურეის ყველაზე ცნობილი წიგნია „პიროვნების კვლევები” (1938).
+
ამერიკელი ფსიქოლოგი, პერსონოლოგიის თეორიული სისტემის და თემატიკური აპერცეფციის ტესტის ავტორი. მიიღო სამედიცინო-ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური განათლება (ჰარვარდი, კემბრიჯი). ერთხანს კონსულტაციებს გადიოდა [[კარლ გუსტავ იუნგი|კ. იუნგთან]], რამაც აღუძრა ინტერესი სიღრმის ფსიქოლოგიისა და არაცნობიერის მიმართ. თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოღვაწეობდა ჰარვარდში პროფესორად და ფსიქოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელად. მხოლოდ [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] წლებში საქმიანობდა სტრატეგიული მართვის სამასახურში. იქ მის მიერ შესრულებულმა [[ჰიტლერი ადოლფ|ჰიტლერის]] პიროვნების ანალიზმა სათავე დაუდო დამნაშავის ფსიქოლოგიური [[პორტრეტი]]ს მეთოდს (Offenderprofiling), რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მართლმსაჯულებაში, აგრეთვე პოლიტიკასა და დიპლომატიაში. მიღებული აქვს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მაღალი ჯილდო - „მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილისთვის”. მიურეის ყველაზე ცნობილი წიგნია „პიროვნების კვლევები” (1938).
  
მიურეის პერსონოლოგია ეხება ქცევის გარე და შიდა ფაქტორებს და მათს ურთიერთკავშირს. ამდენად ეს მკაფიოდ ინტერაქციონისტული კონცეფციაა. ყველაზე საფუძვლიანად მასში დახასიათებულია მოტივაცია და მოტივაციური პროცესები. გამოყოფილია 40-მდე მოთხოვნილება, რომლებიც რამდენიმე ნიშნითაა კლასიფიცირებული. აღწერილია და სახელდებულია მოტივაციის 4 ძირითადი სტრუქტურა/შედგენილობა: მოთხოვნილებათა თანაქმედება, დაქვემდებარება, შერწყმა, კონფლიქტი (ე.წ. „მოტივაციური კონფლიქტი” (ამბიდენტობა). რეალიზციის პროცესში მოთხოვნილებები გარემოს ფაქტორებს ხვდება, რომლებიც ხელს უწყობენ ან აბრკოლებენ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. მიურეი ამ ფაქტორებს „პრესებს” უწოდებს და მათ კლასიფიკაციასაც ახდენს. საკუთრივ ქცევის ანალიზის ერთეულია ე.წ. „თემა”. იგი ამთლიანებს მოთხოვნილებასა და პრესს და აქტიურობის ნაკადში ქცევის გარკვეული პატერნის (ნიმუშის) გამოყოფის საფუძველი ხდება (პერსონოლოგია).  
+
მიურეის პერსონოლოგია ეხება ქცევის გარე და შიდა ფაქტორებს და მათს ურთიერთკავშირს. ამდენად ეს მკაფიოდ ინტერაქციონისტული კონცეფციაა. ყველაზე საფუძვლიანად მასში დახასიათებულია მოტივაცია და მოტივაციური პროცესები. გამოყოფილია 40-მდე მოთხოვნილება, რომლებიც რამდენიმე ნიშნითაა კლასიფიცირებული. აღწერილია და სახელდებულია მოტივაციის 4 ძირითადი სტრუქტურა/შედგენილობა: მოთხოვნილებათა თანაქმედება, დაქვემდებარება, შერწყმა, კონფლიქტი (ე.წ. „მოტივაციური კონფლიქტი” {ამბიდენტობა}. რეალიზციის პროცესში მოთხოვნილებები გარემოს ფაქტორებს ხვდება, რომლებიც ხელს უწყობენ ან აბრკოლებენ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. მიურეი ამ ფაქტორებს „პრესებს” უწოდებს და მათ კლასიფიკაციასაც ახდენს. საკუთრივ ქცევის ანალიზის ერთეულია ე.წ. „თემა”. იგი ამთლიანებს მოთხოვნილებასა და პრესს და აქტიურობის ნაკადში ქცევის გარკვეული პატერნის (ნიმუშის) გამოყოფის საფუძველი ხდება {პერსონოლოგია}.  
  
კონსულტაციურ პროცესში კონკრეტული პიროვნების ქცევის სიღრმივი წყაროების გასაგებად მნიშვნელობა აქვს ერთიანი თემის ექსპლიკაციას. ამ ამოცანის გადასაჭრელად მიურეიმ შექმნა სპეციალური მეთოდიკა, პროექციული ტესტი - თემატური აპერცეფციის ტესტი (TAT),  რომელმაც მსოფლიო სახელი მოუტანა. 1930-იანი წლებში შემუშავებულმა ამ მეთოდიკამ დიდი როლი ითამაშა საზოგადოდ პროექციული ტექნიკის განვითარების საქმეში; მან სტიმული მისცა კვლევებს, რომლებმაც ძირფესვიანად შეცვალა არაცნობიერი მოტივაციის გაზომვის ტექნოლოგია. მისი გამოყენებით ახლაც შეისწავლება კონკრეტული მოტივები, მაგ. აფილაცია, მიღწევის მოტივაცია და სხვა.
 
პიროვნების სტრუქტურა მიურეიმ ძირითადად ზ. ფროიდის ტერმინებით გაიაზრა. ამავე დროს, მან გააფართოვა ფსიქოანალიზის თეორია. კერძოდ, „იდ”-ში მოქმედი ინსტინქტები განიხილა არამარტო სოციალურ ნორმებთან დაპირისპირებულ ლტოლვებად, არამედ აგრეთვე სოციალურად მისაღებ სიღრმივ პიროვნულ ძალებადაც. „ეგო”-ში გამოკვეთა ისეთი კოგნიციური პროცესები, როგორიცაა რაციონალური აზროვნება და ზუსტი აღქმა. ხოლო „სუპერეგო” არამარტო ბავშვობაში ჩამოყალიბებულ დედ-მამის ინტროექტებს მოიცავს (ინტროექცია); არამედ მოიცავს აგრეთვე მთელი ცხოვრების განმავლობაში გაშინაგნებულ ნორმებსა და კანონებს, აგრეთვე თვით პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანების ინტროექტებს (მოდელირება). საზოგადოდ, მიურეი ერთერთი პირველი ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, რომელიც მიხვდა ქცევის მოტივაციის არაცნობიერი მდგენელების მნიშვნელოვნებას და ალღო აუღო ფსიქოანალიზს. მისი გავლენით ამერიკული ფსიქოლოგია არსებითად დაინტერესდა ფსიქოანალიზური მიდგომით.
+
პიროვნების სტრუქტურა მიურეიმ ძირითადად [[ფროიდი ზიგმუნდ|ზ. ფროიდის]] ტერმინებით გაიაზრა. ამავე დროს, მან გააფართოვა ფსიქოანალიზის თეორია. კერძოდ, „იდ”-ში მოქმედი ინსტინქტები განიხილა არამარტო სოციალურ ნორმებთან დაპირისპირებულ ლტოლვებად, არამედ აგრეთვე სოციალურად მისაღებ სიღრმივ პიროვნულ ძალებადაც. „ეგო”-ში გამოკვეთა ისეთი კოგნიციური პროცესები, როგორიცაა რაციონალური აზროვნება და ზუსტი აღქმა. ხოლო „სუპერეგო” არამარტო ბავშვობაში ჩამოყალიბებულ დედ-მამის ინტროექტებს მოიცავს {ინტროექცია}; არამედ მოიცავს აგრეთვე მთელი ცხოვრების განმავლობაში გაშინაგნებულ ნორმებსა და კანონებს, აგრეთვე თვით პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანების ინტროექტებს {მოდელირება}. საზოგადოდ, მიურეი ერთერთი პირველი ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, რომელიც მიხვდა ქცევის მოტივაციის არაცნობიერი მდგენელების მნიშვნელოვნებას და ალღო აუღო ფსიქოანალიზს. მისი გავლენით ამერიკული ფსიქოლოგია არსებითად დაინტერესდა ფსიქოანალიზური მიდგომით.
  
==წყარო==
 
==წყარო==
ხაზი 15: ხაზი 15:
 
სტატიის ავტორი - [[ირაკლი იმედაძე]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />
 
სტატიის ავტორი - [[ირაკლი იმედაძე]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />
 
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
 
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
 
+
[[კატეგორია: თემატური აპერცეფციის ტესტი]]
+
 
[[კატეგორია:ამერიკელი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია:ამერიკელი ფსიქოლოგები]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]

მიმდინარე ცვლილება 14:46, 2 ნოემბერი 2021 მდგომარეობით

მიურეი ჰენრი ალექსანდრ

მიურეი ჰენრი ალექსანდრ - Murray Henry Alexander, Мюррей Генри Александр, 1893-1988

ამერიკელი ფსიქოლოგი, პერსონოლოგიის თეორიული სისტემის და თემატიკური აპერცეფციის ტესტის ავტორი. მიიღო სამედიცინო-ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური განათლება (ჰარვარდი, კემბრიჯი). ერთხანს კონსულტაციებს გადიოდა კ. იუნგთან, რამაც აღუძრა ინტერესი სიღრმის ფსიქოლოგიისა და არაცნობიერის მიმართ. თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მოღვაწეობდა ჰარვარდში პროფესორად და ფსიქოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელად. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის წლებში საქმიანობდა სტრატეგიული მართვის სამასახურში. იქ მის მიერ შესრულებულმა ჰიტლერის პიროვნების ანალიზმა სათავე დაუდო დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტის მეთოდს (Offenderprofiling), რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მართლმსაჯულებაში, აგრეთვე პოლიტიკასა და დიპლომატიაში. მიღებული აქვს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მაღალი ჯილდო - „მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილისთვის”. მიურეის ყველაზე ცნობილი წიგნია „პიროვნების კვლევები” (1938).

მიურეის პერსონოლოგია ეხება ქცევის გარე და შიდა ფაქტორებს და მათს ურთიერთკავშირს. ამდენად ეს მკაფიოდ ინტერაქციონისტული კონცეფციაა. ყველაზე საფუძვლიანად მასში დახასიათებულია მოტივაცია და მოტივაციური პროცესები. გამოყოფილია 40-მდე მოთხოვნილება, რომლებიც რამდენიმე ნიშნითაა კლასიფიცირებული. აღწერილია და სახელდებულია მოტივაციის 4 ძირითადი სტრუქტურა/შედგენილობა: მოთხოვნილებათა თანაქმედება, დაქვემდებარება, შერწყმა, კონფლიქტი (ე.წ. „მოტივაციური კონფლიქტი” {ამბიდენტობა}. რეალიზციის პროცესში მოთხოვნილებები გარემოს ფაქტორებს ხვდება, რომლებიც ხელს უწყობენ ან აბრკოლებენ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. მიურეი ამ ფაქტორებს „პრესებს” უწოდებს და მათ კლასიფიკაციასაც ახდენს. საკუთრივ ქცევის ანალიზის ერთეულია ე.წ. „თემა”. იგი ამთლიანებს მოთხოვნილებასა და პრესს და აქტიურობის ნაკადში ქცევის გარკვეული პატერნის (ნიმუშის) გამოყოფის საფუძველი ხდება {პერსონოლოგია}.

კონსულტაციურ პროცესში კონკრეტული პიროვნების ქცევის სიღრმივი წყაროების გასაგებად მნიშვნელობა აქვს ერთიანი თემის ექსპლიკაციას. ამ ამოცანის გადასაჭრელად მიურეიმ შექმნა სპეციალური მეთოდიკა, პროექციული ტესტი - თემატური აპერცეფციის ტესტი (TAT), რომელმაც მსოფლიო სახელი მოუტანა. 1930-იანი წლებში შემუშავებულმა ამ მეთოდიკამ დიდი როლი ითამაშა საზოგადოდ პროექციული ტექნიკის განვითარების საქმეში; მან სტიმული მისცა კვლევებს, რომლებმაც ძირფესვიანად შეცვალა არაცნობიერი მოტივაციის გაზომვის ტექნოლოგია. მისი გამოყენებით ახლაც შეისწავლება კონკრეტული მოტივები, მაგ. აფილაცია, მიღწევის მოტივაცია და სხვა.

პიროვნების სტრუქტურა მიურეიმ ძირითადად ზ. ფროიდის ტერმინებით გაიაზრა. ამავე დროს, მან გააფართოვა ფსიქოანალიზის თეორია. კერძოდ, „იდ”-ში მოქმედი ინსტინქტები განიხილა არამარტო სოციალურ ნორმებთან დაპირისპირებულ ლტოლვებად, არამედ აგრეთვე სოციალურად მისაღებ სიღრმივ პიროვნულ ძალებადაც. „ეგო”-ში გამოკვეთა ისეთი კოგნიციური პროცესები, როგორიცაა რაციონალური აზროვნება და ზუსტი აღქმა. ხოლო „სუპერეგო” არამარტო ბავშვობაში ჩამოყალიბებულ დედ-მამის ინტროექტებს მოიცავს {ინტროექცია}; არამედ მოიცავს აგრეთვე მთელი ცხოვრების განმავლობაში გაშინაგნებულ ნორმებსა და კანონებს, აგრეთვე თვით პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანების ინტროექტებს {მოდელირება}. საზოგადოდ, მიურეი ერთერთი პირველი ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, რომელიც მიხვდა ქცევის მოტივაციის არაცნობიერი მდგენელების მნიშვნელოვნებას და ალღო აუღო ფსიქოანალიზს. მისი გავლენით ამერიკული ფსიქოლოგია არსებითად დაინტერესდა ფსიქოანალიზური მიდგომით.

[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები