მირმიდონები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მირმიდონები''' – ''(ბერძნ.)'' აქაველთა ერთ-ერთი ტომი...)
 
(წყარო)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოსური ხალხი‏‎]]

მიმდინარე ცვლილება 14:46, 30 ივნისი 2017 მდგომარეობით

მირმიდონები(ბერძნ.) აქაველთა ერთ-ერთი ტომის სახელი თესალიაში. მითის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მირმიდონები პელევსის წინამძღოლობით გადასახლებულან კუნძულ ეგინადან თესალიაში. ზოგი მითოგრაფოსის გადმოცემით, მირმიდონების წინაპარი ყოფილა მირმიდონი. მისი დედა იყო ევრიმედუსა, რომელსაც ზევსი ჭიანჭველას სახით გამოეცხადა (ქართულად „მერმექს“ ჭიანჭველას ნიშნავს).

არსებობს მირმიდონების მითოსის სხვა ვარიანტიც: ეგინას მოსახლეობა ჭირმა გაწყვიტა. მაშინ ზევსმა ეგინას მეფის თხოვნით ჭიანჭველები გარდასახა ადამიანებად. „ილიადა“ მოგვითხრობს იმის თაობაზე, თუ როგორ იბრძოდნენ მირმიდონები ტროას მისადგომებთან, ასრულებდნენ რა თავიანთი ბელადის, აქილევსის, ყველა ბრძანებას.

ქარაგმულად მირმიდონებად უხმობენ იმ ადამიანებს, დავალებას რომ უსიტყვოდ და მორჩილად აღასრულებენ.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები