აშვინები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
− | + | ||
− | + | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ინდური მითები]] | [[კატეგორია:ინდური მითები]] |
მიმდინარე ცვლილება 09:26, 10 ივლისი 2017 მდგომარეობით
აშვინები – (ინდ.) „ცხენის შობილნი“, ცხენად ქცეული წყვილის, ვივასვანტისა და სარანიას ძენი, დილისა და საღამოს ბინდის ღვთაებები და მკურნალნი, რომელთა დახმარებას ეშურებოდნენ დიდი ღმერთებიც კი.
ისინი შველიან უსუსურთ, სნეულებს და ხეიბრებს, სიჭაბუკეს უბრუნებენ მოხუცებს. ისინი ებრძვიან ღამის წყვდიადს, ამარცხებენ მას და ყველა ღმერთზე ადრე გამოჩნდებიან დილის ცარგვალზე, მარადჭაბუკნი და მშვენიერები, ფრთოსან ცხენებში შებმულ ეტლზე. ასპარეზობაში გამარჯვებით (ვინ უფრო ადრე მიიჭრებოდა მზესთან) მოიპოვეს მზიური ქალღმერთის სურიას ხელი და იგი მათ ეტლში გადაბრძანდა.
ინდრას არ უყვარდა აშვინები ადამიანებთან მათი სიახლოვის გამო, ამიტომაც სულ მუდამ ცდილობდა, არ მიეშვა ისინი სომასთან.