მურყანი
(2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:MURYANI.JPG|thumb|150პქ|მურყანი]] | [[ფაილი:MURYANI.JPG|thumb|150პქ|მურყანი]] | ||
− | '''მურყანი''' – თხმელა, (ლათ. Alnus) | + | '''მურყანი''' – თხმელა, (ლათ. Alnus)<br /> |
+ | '''მეგრულად''' – თხომ, თხუმ, თხუმუ | ||
− | + | მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. 30-მდე სახეობა გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[აზია]]ში, სამხრეთ [[ამერიკა]]სა და ჩრდილოეთ [[აფრიკა]]ში – [[ალჟირი|ალჟირში]]. [[საქართველო]]ში 2 სახეობაა: შავი (სიმაღლით 30-38 მ) და ნაცარა (სიმაღლით 15-18 მ). 35 მ-მდე სიმაღლის ხეა კვერცხისებრი ვარჯით. ხის ქერქი მუქი მურა ნაცრისფერია. ახალგაზრდა ტოტები ბუსუსიანია, მურა. [[ფოთოლი|ფოთლები]] ორმაგ- ხერხისებრ დაკბილულია, ფართო კვერცხისებრი, მომრგვალო ან შუბისებრი ძირით და წაწვეტებული ბოლოთი. ფოთლის ზედა მხარე მუქი მწვანეა, შიშველი, ქვედა – უფრო ბაცი, შებუსული, ძარღვების კუთხეებში კი წითური ქეჩისებრი ბეწვებით მოფენილი. [[ყვავილი|ყვავილები]] შეკრებილია მჭადა ყვავილედებად. მამრობითი ყვავილედები იშლება ფოთლებთან ერთად, შეკრებილია 34 ცალად. მდედრობითი მჭადა ყვავილედები მოგრძოა, 1,52 სმ სიგრძის, შეკრებილია 35 მტევნებად. [[ნაყოფი]] ელიფსური ფორმის კაკალია, თხელი აპკისებრი ფრთით. ყვ. III-IV; ნაყ. VIII-IX. | |
− | + | ||
− | მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. 30-მდე სახეობა გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[აზია]]ში, სამხრეთ | + | |
− | + | ||
− | + | ||
იზრდება ზღვის დონიდან დაწყებული 1500 მ, იშვიათად 1700 მ სიმაღლემდე. ქმნის ტყეებს დაბლობისა და მთისწინების ნესტიან რაიონებში. მთებში გვხვდება პროლუვიალური ტერასების გაყოლებით, უფრო ტენიან კლიმატურ პირობებში ადის ხეობათა ფერდობებზეც. მდინარეთა ნაპირებზე გამოდის მთისწინა ალუვიალურ გავაკებებზეც. კოლხეთის დაბლობის ლამიან-ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგების ზოლში წარმოადგენს ტყის ძირითად შემქმნელ სახეობას. | იზრდება ზღვის დონიდან დაწყებული 1500 მ, იშვიათად 1700 მ სიმაღლემდე. ქმნის ტყეებს დაბლობისა და მთისწინების ნესტიან რაიონებში. მთებში გვხვდება პროლუვიალური ტერასების გაყოლებით, უფრო ტენიან კლიმატურ პირობებში ადის ხეობათა ფერდობებზეც. მდინარეთა ნაპირებზე გამოდის მთისწინა ალუვიალურ გავაკებებზეც. კოლხეთის დაბლობის ლამიან-ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგების ზოლში წარმოადგენს ტყის ძირითად შემქმნელ სახეობას. | ||
ხაზი 12: | ხაზი 9: | ||
ქერქი და გახევებული ნაყოფებიანი მჭადა ყვავილედები დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ქერქი – 16,5% ტანიდებს. ქერქისგან ღებულობენ შავ, წითელ და ყვითელ საღებავებს. | ქერქი და გახევებული ნაყოფებიანი მჭადა ყვავილედები დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ქერქი – 16,5% ტანიდებს. ქერქისგან ღებულობენ შავ, წითელ და ყვითელ საღებავებს. | ||
− | მურყანის მერქანი არ გამოირჩევა სიმტკიცით, მაგრამ ერთგვაროვანი აგებულება აქვს, რაც აადვილებს მის დამუშავებას. კარგად ძლებს წყალქვეშ, ამიტომ გამოიყენება მცირე ზომის წყალქვეშა ნაგებობებში. მისი [[ნახშირი]]საგან წარმატებით ამზადებენ სანადირო [[დენთი|დენთს]]. მერქანს ხმარობენ ელექტროგიტარების კორპუსის დასამზადებლად, [[ასანთი]]ს, | + | მურყანის [[მერქანი]] არ გამოირჩევა სიმტკიცით, მაგრამ ერთგვაროვანი აგებულება აქვს, რაც აადვილებს მის დამუშავებას. კარგად ძლებს წყალქვეშ, ამიტომ გამოიყენება მცირე ზომის წყალქვეშა ნაგებობებში. მისი [[ნახშირი]]საგან წარმატებით ამზადებენ სანადირო [[დენთი|დენთს]]. მერქანს ხმარობენ ელექტროგიტარების კორპუსის დასამზადებლად, [[ასანთი]]ს, [[ქაღალდი]]ს, ფანერის, ტარის წარმოებაში, სადურგლო და სახარატო საქმეში და სხვ. |
მიმდინარე ცვლილება 22:55, 3 დეკემბერი 2023 მდგომარეობით
მურყანი – თხმელა, (ლათ. Alnus)
მეგრულად – თხომ, თხუმ, თხუმუ
მცენარეთა გვარი არყისებრთა ოჯახისა. 30-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკასა და ჩრდილოეთ აფრიკაში – ალჟირში. საქართველოში 2 სახეობაა: შავი (სიმაღლით 30-38 მ) და ნაცარა (სიმაღლით 15-18 მ). 35 მ-მდე სიმაღლის ხეა კვერცხისებრი ვარჯით. ხის ქერქი მუქი მურა ნაცრისფერია. ახალგაზრდა ტოტები ბუსუსიანია, მურა. ფოთლები ორმაგ- ხერხისებრ დაკბილულია, ფართო კვერცხისებრი, მომრგვალო ან შუბისებრი ძირით და წაწვეტებული ბოლოთი. ფოთლის ზედა მხარე მუქი მწვანეა, შიშველი, ქვედა – უფრო ბაცი, შებუსული, ძარღვების კუთხეებში კი წითური ქეჩისებრი ბეწვებით მოფენილი. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილედებად. მამრობითი ყვავილედები იშლება ფოთლებთან ერთად, შეკრებილია 34 ცალად. მდედრობითი მჭადა ყვავილედები მოგრძოა, 1,52 სმ სიგრძის, შეკრებილია 35 მტევნებად. ნაყოფი ელიფსური ფორმის კაკალია, თხელი აპკისებრი ფრთით. ყვ. III-IV; ნაყ. VIII-IX.
იზრდება ზღვის დონიდან დაწყებული 1500 მ, იშვიათად 1700 მ სიმაღლემდე. ქმნის ტყეებს დაბლობისა და მთისწინების ნესტიან რაიონებში. მთებში გვხვდება პროლუვიალური ტერასების გაყოლებით, უფრო ტენიან კლიმატურ პირობებში ადის ხეობათა ფერდობებზეც. მდინარეთა ნაპირებზე გამოდის მთისწინა ალუვიალურ გავაკებებზეც. კოლხეთის დაბლობის ლამიან-ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგების ზოლში წარმოადგენს ტყის ძირითად შემქმნელ სახეობას.
ქერქი და გახევებული ნაყოფებიანი მჭადა ყვავილედები დიდი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ქერქი – 16,5% ტანიდებს. ქერქისგან ღებულობენ შავ, წითელ და ყვითელ საღებავებს.
მურყანის მერქანი არ გამოირჩევა სიმტკიცით, მაგრამ ერთგვაროვანი აგებულება აქვს, რაც აადვილებს მის დამუშავებას. კარგად ძლებს წყალქვეშ, ამიტომ გამოიყენება მცირე ზომის წყალქვეშა ნაგებობებში. მისი ნახშირისაგან წარმატებით ამზადებენ სანადირო დენთს. მერქანს ხმარობენ ელექტროგიტარების კორპუსის დასამზადებლად, ასანთის, ქაღალდის, ფანერის, ტარის წარმოებაში, სადურგლო და სახარატო საქმეში და სხვ.