ფილიპი ჟერარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟერარ ფილიპი“ გადაიტანა გვერდზე „ფილიპი ჟერარ“ გადამისამართე...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 11:36, 8 ივნისი 2023 მდგომარეობით

ჟერარ ფილიპი დონ როდრიგოს კოსტიუმში

ჟერარ ფილიპი − (ფრანგ. Gérard Philipe, 1922-1959), ფრანგი მსახიობი. მისი სამსახიობო მოღვაწეობა დაკავშირებულია ნაციონალურ სახალხო თეატრთან და ჟან ვილართან, რომელიც იყო ამ თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. აქ შედგა ჟ. ფილიპის დებიუტი როდრიგოს როლში (კორნელის „სიდი“), რამაც განსაზღვრა მისი სამსახიობო კრედო და მთლიანად სახე ფრანგულ თეატრალურ ხელოვნებაში. მისი ბრწყინვალე ხელოვნების მიმზიდველობა გაპირობებული იყო ამაღლებული, გმირული პათოსის შეხამებით რომანტიკულ მელანქოლიასთან და იუმორის ცოცხალ გრძნობასთან. იგი აღამაღლებდა თავის გმირებს, ასახავდა მათ მამაცობას, შეუპოვრობას, ახალგაზრდულ შემართებას, მაგრამ ამას აკეთებდა მედიდურობის გარეშე, მათი დახასიათების დროს ცხოვრებისეული ირონიის შერევით, მათ მიმართ არა მხოლოდ პატივის, პირველ რიგში, სიყვარულის აღძვრით. მისი რეპერტუარი ძირითადად აგებული იყო კლასიკურ დრამატურგიაზე, მაგრამ იგი ყოველთვის ახერხებდა ეპოვნა თანამედროვეობასთან შეხების წერტილები. იგი აღიარებულ იქნა თავისი დროის საფრანგეთის საუკეთესო რომანტიკულ მსახიობად.




[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები