ხუსკივაძე თეოფილე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხუსკივაძე თეოფილე''' − (1860 − 1924), ქართველი მწერალ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
[[კატეგორია:ხუსკივაძეები]]
 

მიმდინარე ცვლილება 14:27, 2 მაისი 2022 მდგომარეობით

ხუსკივაძე თეოფილე − (1860 − 1924), ქართველი მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაიბადა სოფელ კვალითი (შორაპნის მაზრა). 1881 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი, რაც 1894 წლამდე არ შეუწყვეტია. ამ ხნის განმავლობაში ზესტაფონში ყველა კულტურული წამოწყების ერთ-ერთი აქტიური წევრი და ხელმძღვანელი იყო; ავრცელებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს; გახსნა წიგნის მაღაზია, სამკითხველო და სხვა; 1894 წელს დაინიშნა მდივნად ქუთაისის საოლქო სასამართლოში; იყო მარტვილის მომრიგებელი მოსამართლე, ნოტარიუსი ოჩამჩირეში და ა.შ.; 1876 წელს „დროებაში” დაიბეჭდა მისი პირველი წერილი „შვილის აღზრდა”. ამ დღიდან დაიწყო მისი მოღვაწეობა პედაგოგიურ-ლიტერატურულ სარბიელზე; ხშირად ბეჭდავდა წერილებს; წერდა ისტორიულ და საბავშვო მოთხრობებს, პიესებს, ეტიუდებს, ესკიზებს, მოგონებებს; 1912 წელს ოჩამჩირეში გახსნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” განყოფილება და ამ განყოფილების უცვლელი თავმჯდომარე იყო; განყოფილებას ჰქონდა წიგნსაცავი-სამკითხველო და ქართული პირველდაწყებითი სკოლა, თვითონ კითხულობდა ლექცია-მოხსენებებს ხალხის გათვითცნობიერებისათვის. მისი მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ცალკე წიგნებად 1892, 1895 და 1901 წლებში.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები