ჭანტურია ტარიელ
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:Tariel chanturia.JPG|thumb|ტარიელ ჭანტურია]] | ||
'''ჭანტურია ტარიელ''' − (1932), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ სუფსაში (ლანჩხუთი). 1956 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის” რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა” და „ნაკადულში”, [[საქართველო]]ს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; პირველი ლექსი − „ნადირობა” − გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ „დროშაში”; მისი პირველი კრებული − „ლტოლვა” − გამოვიდა 1964 წელს; მთავარი პოეტური კრებულებია: „საქანელა”, „დასასრული”, „გაღმა ნაპირი”, „თაფლობის საუკუნე”, „სტრესები და სიტყვები”, „სიყვარული-რეფრენი”, „რჩეული”, „მწერლის წითელი წიგნი”, „გული მარჯვნივ”, „ახალი მთვარე”, „ორტომეული”, „კოლხური კაპრიჩიო” და სხვა; გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი („ყულაბა სავსე ოცნებით”, „დინოზავრიდან დიზაინამდე”, „გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი”), აგრეთვე, საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული; [[გეგეჭკორი გივი|გ. გეგეჭკორთან]] ერთად თარგმნა ჰენრი მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი”, თარგმნილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეზიის ნიმუშებიც. | '''ჭანტურია ტარიელ''' − (1932), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ სუფსაში (ლანჩხუთი). 1956 წელს დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის” რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა” და „ნაკადულში”, [[საქართველო]]ს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; პირველი ლექსი − „ნადირობა” − გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ „დროშაში”; მისი პირველი კრებული − „ლტოლვა” − გამოვიდა 1964 წელს; მთავარი პოეტური კრებულებია: „საქანელა”, „დასასრული”, „გაღმა ნაპირი”, „თაფლობის საუკუნე”, „სტრესები და სიტყვები”, „სიყვარული-რეფრენი”, „რჩეული”, „მწერლის წითელი წიგნი”, „გული მარჯვნივ”, „ახალი მთვარე”, „ორტომეული”, „კოლხური კაპრიჩიო” და სხვა; გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი („ყულაბა სავსე ოცნებით”, „დინოზავრიდან დიზაინამდე”, „გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი”), აგრეთვე, საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული; [[გეგეჭკორი გივი|გ. გეგეჭკორთან]] ერთად თარგმნა ჰენრი მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი”, თარგმნილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეზიის ნიმუშებიც. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:18, 28 აპრილი 2022 მდგომარეობით
ჭანტურია ტარიელ − (1932), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ სუფსაში (ლანჩხუთი). 1956 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის” რედაქციაში, გამომცემლობა „მერანსა” და „ნაკადულში”, საქართველოს მხატვრული თარგმანის სარედაქციო კოლეგიაში, მწერალთა კავშირში ლიტერატურულ კონსულტანტად; 1994 წლიდან ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა; პირველი ლექსი − „ნადირობა” − გამოაქვეყნა 1951 წელს ჟურნალ „დროშაში”; მისი პირველი კრებული − „ლტოლვა” − გამოვიდა 1964 წელს; მთავარი პოეტური კრებულებია: „საქანელა”, „დასასრული”, „გაღმა ნაპირი”, „თაფლობის საუკუნე”, „სტრესები და სიტყვები”, „სიყვარული-რეფრენი”, „რჩეული”, „მწერლის წითელი წიგნი”, „გული მარჯვნივ”, „ახალი მთვარე”, „ორტომეული”, „კოლხური კაპრიჩიო” და სხვა; გამოცემული აქვს წერილებისა და ესეების სამი წიგნი („ყულაბა სავსე ოცნებით”, „დინოზავრიდან დიზაინამდე”, „გაყიდე სამოსელი და იყიდე მახვილი”), აგრეთვე, საყმაწვილო ლექსების რამდენიმე კრებული; გ. გეგეჭკორთან ერთად თარგმნა ჰენრი მელვილის „მობი დიკი ანუ თეთრი ვეშაპი”, თარგმნილი აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოეზიის ნიმუშებიც.
- * * *
- მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,
- ვმღერი ქართულად,
- მადლობა ღმერთს − ნებადართულად!
- შანსი მქონია − არ მომირთხამს
- ფეხი თათრულად,
- ვზივარ და ფეხი ფეხზე მიდევს,
- ეგეც ქართულად!
- თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო
- თარგმნეთ ფრანგულად,
- მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
- მე მწამს, მე ვწერ ქართულად!
- მე ყოვლად ქართველს
- ყოველივე მიყვარს ქართული,
- ამიტომაც ვარ ქართველებთან
- წელგამართული!