ნიკე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 11: ხაზი 11:
  
 
ნიკეს ქანდაკებებს ხშირად უძღვნიდნენ ქალღმერთ [[ათენა]]ს. სწორედ ამიტომ „ნიკე“ ათენას ერთ-ერთი ეპითეტიცაა.
 
ნიკეს ქანდაკებებს ხშირად უძღვნიდნენ ქალღმერთ [[ათენა]]ს. სწორედ ამიტომ „ნიკე“ ათენას ერთ-ერთი ეპითეტიცაა.
 +
 +
 +
 +
  
  

17:19, 14 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ნიკე სამოთრაკიელი.
მარმარილო (დაახ. ძვ. წ. 190 წ.), პარიზი ლუვრი

ნიკე(ბერძნ.) „გამარჯვება“. ბერძენთა პოეტურ ფანტაზიაში შედარებით გვიან აღმოცენდა გამარჯვების ქალღმერთის დიდებული სახე. ჰომეროსის პოემებში იგი არ გვხვდება. ნიკეს პირველად ჰესიოდე მოიხსენიებს. მას შემდეგ იგი, ტიტან პალასისა და მიწისქვეშა მდინარის ქალღმერთის, სტიქსის, ასული თავის ადგილს ისაკუთრებს ბერძნულ მითოსში. ნიკე უზარმაზარი ფრთებით დამშვენებული ღვთაებაა, რომელიც თან სდევს მებრძოლებს და თავს ევლება დედამიწას გამარჯვებათა ამბავი რომ აუწყოს ყველას. განსაკუთრებით უყვარდა ნიკე ალექსანდრე მაკედონელს, რომელიც ყოველი გამარჯვების შემდეგ ბრძანებდა, აეგოთ მისი სახელობის საკურთხეველი. სახელოვანი მეფეები თავიანთ ძეგლებს ამ ფრთაშესხმული ქალღმერთის გამოსახულებით ამშვენებდნენ.

ნიკე.
რელიეფი, მარმარილო (ძვ. წ. 411-407 წ.წ.), ათენი, აკროპოლისის მუზეუმი

როდესაც რომში ბერძენი ნიკეს ქანდაკება ჩაიტანეს და, წესისამებრ, რომაული სახელი „ვიქტორია“ უწოდეს, იმპერატორმა ავგუსტუსმა იგი სენატში მოათავსა: ქალღმერთს ფეხი ედგა სფეროზე, რომელიც სიმბოლურად დედამიწას წარმოადგენდა, ცად აღმართულ მარჯვენა ხელში გვირგვინი ეპყრა, მარცხენაში კი – პალმის რტო. სხდომის დაწყების წინ სენატორები მის ირგვლივ იკრიბებოდნენ და ღვინისა და კეთილსურნელებათა სახით მსხვერპლს სწირავდნენ. „იმპერიის უბიწო მფარველი“ რომის გარდაუვალი ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა. მხოლოდ ქრისტიანი იმპერატორების ბრძანებით გამოიტანეს იგი სენატის კედლებიდან, რამაც ტრადიციათა ერთგული რომაელების გულისწყრომა გამოიწვია, რადგან ისინი ამ ქმედებაში რომის დიდების დასასრულს ჭვრეტდნენ. და ასეც მოხდა.


საყოველთაოდ ცნობილი ნიკე სამოთრაკიელის ქანდაკება დღეს ლუვრის მუზეუმს ამშვენებს.


ნიკეს ქანდაკებებს ხშირად უძღვნიდნენ ქალღმერთ ათენას. სწორედ ამიტომ „ნიკე“ ათენას ერთ-ერთი ეპითეტიცაა.







წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები