ერქინ დოლან ცაცალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ერქინ დოლან ცაცალ-ი''' (''ყალ. Эркин долан цацал'') – სტუმარმასპინძლო...)
 
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ერქინ დოლან ცაცალ-ი''' (''ყალ. Эркин долан цацал'') – სტუმარმასპინძლობის ინსტიტუტთან დაკავშირებული ყალმუხური [[რიტუალი]] – [[არაყი|არყის]] შვიდგზის პკურების წესი: სტუმრის გამასპინძლებამდე ოჯახის უფროსი არაყს პირველად კერიის ცეცხლს ასხურებს; მეორე პკურება ცის ბინადართა სახელობისაა და არაყს ზემოთ ასხამს; მესამე – მიმართულია საცხოვრებლის მარჯვენა ზედა კუთხისკენ და ღვთაება „თეთრ მოხუცს“ ([[ცაჰან ოვგნი|ცაჰან ოვგნ-ი]] /[[ცაჰან ავვა]]) განეკუთვნება; მეოთხე – წინაპართა სახელობისაა და მარცხენა ზედა კუთხეს მიესხურება; მეხუთე – ჩინგის-ხანს ეძღვნება და არყის სახდელი ქვაბის თიხის საცობისკენ არის მიმართული (ჩინგის-ხანს ყალმუხები [[არყის გამოხდა|არყის ხდის]] წესის გამომგონებლად მიიჩნევენ); მეექვსე – კუმისის საცავი ტყავის ჭურჭლისკენ; მეშვიდე – საცხოვრებლის ზღურბლისკენ.
+
'''ერქინ დოლან ცაცალ-ი''' (''ყალ. Эркин долан цацал'') – სტუმარმასპინძლობის ინსტიტუტთან დაკავშირებული ყალმუხური [[რიტუალი]] – [[არაყი|არყის]] შვიდგზის პკურების წესი: სტუმრის გამასპინძლებამდე ოჯახის უფროსი არაყს პირველად კერიის ცეცხლს ასხურებს; მეორე პკურება ცის ბინადართა სახელობისაა და არაყს ზემოთ ასხამს; მესამე – მიმართულია საცხოვრებლის მარჯვენა ზედა კუთხისკენ და ღვთაება „თეთრ მოხუცს“ ([[ცაჰან ოვგნი|ცაჰან ოვგნ-ი]] /[[ცაჰან ავვა]]) განეკუთვნება; მეოთხე – წინაპართა სახელობისაა და მარცხენა ზედა კუთხეს მიესხურება; მეხუთე – ჩინგის-ხანს ეძღვნება და [[ქვაბი საარყე|არყის სახდელი ქვაბის]] თიხის საცობისკენ არის მიმართული (ჩინგის-ხანს ყალმუხები [[არყის გამოხდა|არყის ხდის]] წესის გამომგონებლად მიიჩნევენ); მეექვსე – კუმისის საცავი ტყავის ჭურჭლისკენ; მეშვიდე – საცხოვრებლის ზღურბლისკენ.
  
 
ცაცალის (პკურების) ცერემონია თანხლებულია [[ლოცვა|ლოცვის]] ტრადიციული ფორმულით: „მოწყალეო თეთრო მოხუცო – ქვეყნიერების მფარველო, მიიღე შესაწირი, იყავ ჩვენი მფარველი
 
ცაცალის (პკურების) ცერემონია თანხლებულია [[ლოცვა|ლოცვის]] ტრადიციული ფორმულით: „მოწყალეო თეთრო მოხუცო – ქვეყნიერების მფარველო, მიიღე შესაწირი, იყავ ჩვენი მფარველი
ხაზი 20: ხაზი 20:
 
[[კატეგორია:კავკასიური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:კავკასიური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:ყალმუხური რიტუალები]]
 
[[კატეგორია:ყალმუხური რიტუალები]]
[[კატეგორია:საოჯახო რიტუალები]]
+
[[კატეგორია:სტუმარმასპინძლობის რიტუალები]]

მიმდინარე ცვლილება 14:52, 13 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ერქინ დოლან ცაცალ-ი (ყალ. Эркин долан цацал) – სტუმარმასპინძლობის ინსტიტუტთან დაკავშირებული ყალმუხური რიტუალიარყის შვიდგზის პკურების წესი: სტუმრის გამასპინძლებამდე ოჯახის უფროსი არაყს პირველად კერიის ცეცხლს ასხურებს; მეორე პკურება ცის ბინადართა სახელობისაა და არაყს ზემოთ ასხამს; მესამე – მიმართულია საცხოვრებლის მარჯვენა ზედა კუთხისკენ და ღვთაება „თეთრ მოხუცს“ (ცაჰან ოვგნ-ი /ცაჰან ავვა) განეკუთვნება; მეოთხე – წინაპართა სახელობისაა და მარცხენა ზედა კუთხეს მიესხურება; მეხუთე – ჩინგის-ხანს ეძღვნება და არყის სახდელი ქვაბის თიხის საცობისკენ არის მიმართული (ჩინგის-ხანს ყალმუხები არყის ხდის წესის გამომგონებლად მიიჩნევენ); მეექვსე – კუმისის საცავი ტყავის ჭურჭლისკენ; მეშვიდე – საცხოვრებლის ზღურბლისკენ.

ცაცალის (პკურების) ცერემონია თანხლებულია ლოცვის ტრადიციული ფორმულით: „მოწყალეო თეთრო მოხუცო – ქვეყნიერების მფარველო, მიიღე შესაწირი, იყავ ჩვენი მფარველი ზემოთ და ქვემოთ, გაგვაღვიძე ღრმა ძილის დროს, შეგვახსენე დავიწყებული, დაგვიფარე შიშისა და გასაჭირისგან“.

რიტუალის დასრულებისთანავე არაყს ჩამოასხამენ და უფროს-უმცროსობის რიგით სტუმრებს ჩამოურიგებენ. განსაკუთრებით საპატიო სტუმარს არაყი საწესო სიმღერის თანხლებით მიეწოდება. არყის შესმისთანავე სტუმარს განსაკუთრებული პატივის ნიშნად იქ მყოფი უმცროსი მამაკაცი ან ქალი ჩიბუხს სთავაზობს, ხოლო სტუმარი თავისას ოჯახის უფროსს აწვდის. ყალიონზე უარის თქმა მაშინაც კი, როცა სტუმარ-მასპინძელი მწევლები არ არიან, ყოვლად დაუშვებელია.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Бакаева Э. П. Алькогол в культуре калмыков и проблема особого состояния сознания // Материалы Международного интер-дисциплинарного научно-практического конгресса Сакральное глазами «профанов» и «посвященных». М., 2004;
  • Хабунова Е. С. Формулы традиционного этикета калмыков. Элиста, 2010;
  • Есенова Т. С. Очерки по лингвокультуре калмыков. Элиста, 2012;
  • Сарангаева Ж. Н. Эмблематические характеристики гостеприимства в калмыцкой лингвокультуре // Известия Волгоградского государственного педагогического университета. Вып. № 3, 2015.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები