დუმიანი შარვალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დუმიანი შარვალი“ გადაიტანა გვერდზე „მუზიკალი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მუზიკალი“ გადაიტანა გვერდზე „დუმიანი შარვალი“ გადამისამართე...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:28, 6 თებერვალი 2020 მდგომარეობით

დუმიანი შარვალი – (მუზიკალი), მამაკაცის შალის ქვედა სამოსი.

თარგი ორი ტოტისა და ირიბად ჩაჭრილი ორი ნაწილისაგან შედგებოდა, რომლებიც შარვლის ტოტებში შიდა მხრიდან იყო შედგმული. წინა მხრიდან მართკუთხა ფორმის სამი ერთნაირი ნაჭერი, ხოლო უკანა მხრიდან ანალოგიური ხუთი ნაჭერი ერთმანეთთან იყო შეერთებული. უკანა ნაწილი დანაოჭებული იყო, ჯიბეები არ ჰქონდა, მუხლებთან კი – გაცვეთისაგან დაცვის მიზნით „სარაჯები” ჰქონდა დაკერებული. ასეთ შარვლებს ღორჯომის ხეობაში ზოგჯერ „დუმიან შარვალს” და „მუზიკალს” ეძახდნენ.

დუმიანი შარვლები ჯავახეთშიც იყო ცნობილი, მაგრამ აჭარაში გავრცელებული დუმიანი შარვალი სხვა ვარიანტებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ უკანა უბეზე ათი ხელის დადება დაკეცილი შალის ნაჭრები ჰქონდა გრძლად დაყოლებული. ეს შარვლის უკანა ნაწილს დუმის მოყვანილობას აძლევდა და ამიტომ მას „დუმიან შარვალს” ეძახდნენ. შარვალი ხვანჯრით იკვრებოდა.



[რედაქტირება] ლიტერატურა

სამსონია, 2005:98-99.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები