მოზიარნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მოზიარნობა''' − ახოს აღების დროს შრომითი გაერთიანების ფორმ...)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
[[კატეგორია:კოლექტიური შომის ფომები]]
+
[[კატეგორია:კოლექტიური შრომის ფომები]]

14:40, 6 თებერვალი 2020-ის ვერსია

მოზიარნობა − ახოს აღების დროს შრომითი გაერთიანების ფორმა.

ნადის მოწვევის აუცილებლობა განსაკუთრებით მაშინ დგებოდა, როცა ნაკვეთი ახოობას უნდა დაქვემდებარებოდა. საქართველოს იმ მთიანი კუთხეების სოფლის მეურნეობაში, სადაც სამიწათმოქმედო სისტემაში ახოობას გარკვეული ადგილი ეჭირა, წარმოდგენილი იყო აჭარული ნადის ანალოგიური შრომითი გაერთიანებანი, მაგრამ აჭარაში ახოს აღებასთან დაკავშირებული სამუშაოები მხოლოდ ნადის ორგანიზაციულ ფორმასთან არ იყო დაკავშირებული. ხშირად ასეთი მიწების გაწმენდა-მოსუფთავება და დასამუშავებლად მომზადება ნათესაური ჯგუფის ანდა ტერიტორიულად ახლოს მცხოვრები რამდენიმე ოჯახის შრომითი გაერთიანების ე.წ. „მოზიარნობის” ძალებით სრულდებოდა. მოზიარნეები ტყეს ერთად კაფავდნენ, რის შემდეგაც ნაკვეთს თანაბარ ნაწილად ყოფდნენ და შემდეგ თესვას ყველა თავისთვის იწყებდა, მაგრამ ისეც ხდებოდა, რომ შრომითი გაერთიანება ძალაში მოსავლის აღებამდე რჩებოდა, ე.ი. ახო ერთად აიღებოდა და მიწაში მარცვალი ერთიანი ძალებით ითესებოდა, მოსავალი კი − სათანადოდ ნაწილდებოდა.

შრომის გაერთიანების ეს ფორმა საკმაოდ ძველი ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით მოზიარნობაში არანეთასავი მეზობლებიც ჩაერთვნენ, თავისი თავდაპირველი ბუნებით იგი ნათესაური ორგანიზაციის − ნოგროს შრომითი გაერთიანება იყო. მოზიარნობას არა მხოლოდ ახოს აღებისას, არამედ მეურნეობრივი ურთიერთობის სხვა სფეროებშიც ჰქონდა ადგილი. სხვათაშორის, დასავლეთ საქართველოს არაერთ კუთხეში, მათ შორის, იმერეთშიც სათემო ტყეში ახოს აღებას ბაბუიშვილობის − დიდი სახლეულებისაგან წარმოქმნილი პატრონიმიული გაერთიანებებიც მიმართავდნენ. ამ გზით მოპოვებულ ნაკვეთს ნეტხობა ერქვა. ნატეხობით ნაკვეთის მოპოვების შემდეგ ბაბუიშვილები მიწას ერთმანეთში იყოფდნენ ანდა მას ერთად ფლობდნენ, კოლექტიურად ამუშავებდნენ და მოსავალს ინაწილებდნენ.



ლიტერატურა

ჩიჯავაძე, 1969:41-40; მგელაძე, 1964:48-49.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები