კავკასიური ენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 22: ხაზი 22:
  
 
====ქართული ენის კილოები====
 
====ქართული ენის კილოები====
ქართული ენა მდიდარია კილოებით. ქართული ენის კილოებია ქართლური, კახური, მთიულური, მოხეური, თუშური, ფშაური, ხევსურული, - აღმოსავლეთ საქართველოში; გურული, აჭარული, იმერული, რაჭული და ლეჩხუმური დასავლეთ საქართველოში;  მესხურ-ჯავახური - სამხრეთ საქართველოში; საქართველოს ფარგლებს იქეთ: ინგილოური (აზერბაიჯანი, ზაქათალის აღმოსავლეთით); იმერხევული - შავშეთში, (თურქეთის მიერ მიტაცებულ მიწა-წყალზე); ფერეიდნული ირანში (თეირანის სამხრეთით). ზანური პირობითი სახელია იმ ენისა, რომლის კილოებსაც ჭანურისა და მეგრულის სახელწოდებით ვიცნობთ. ეს პირობითი სახელი ნებისმიერი არაა: ზანა, ზანათი იმერეთსა და სამეგრელოში სოფლის სახელებია დღემდის. ზანი ტომის არსებობა ამრიგად ფაქტია. ეს ტომი ერთ-ერთი იმ ტომთაგანი უნდა ყოფილიყო, რომლის მემკვიდრეებიც მეგრელებში ივარაუდებიან.
+
ქართული ენა მდიდარია კილოებით. ქართული ენის კილოებია ქართლური, კახური, მთიულური, მოხეური, თუშური, ფშაური, ხევსურული, - აღმოსავლეთ საქართველოში; გურული, აჭარული, იმერული, რაჭული და ლეჩხუმური დასავლეთ საქართველოში;  მესხურ-ჯავახური - სამხრეთ საქართველოში; საქართველოს ფარგლებს იქეთ: ინგილოური (აზერბაიჯანი, ზაქათალის აღმოსავლეთით); იმერხევული - შავშეთში, (თურქეთის მიერ მიტაცებულ მიწა-წყალზე); ფერეიდნული ირანში (თეირანის სამხრეთით). ზანური პირობითი სახელია იმ ენისა, რომლის კილოებსაც ჭანურისა და მეგრულის სახელწოდებით ვიცნობთ. ეს პირობითი სახელი ნებისმიერი არაა: ზანა, ზანათი [[იმერეთი|იმერეთსა]] და სამეგრელოში სოფლის სახელებია დღემდის. ზანი ტომის არსებობა ამრიგად ფაქტია. ეს ტომი ერთ-ერთი იმ ტომთაგანი უნდა ყოფილიყო, რომლის მემკვიდრეებიც მეგრელებში ივარაუდებიან.
  
 
===== ჭანური =====  
 
===== ჭანური =====  

16:09, 15 იანვარი 2020-ის ვერსია

კავკასიური ენები - კავკასიის ყველა ენას არ უწოდებენ კავკასიურს; აზერბაიჯანული, ყუმიკური, ოსური, ქურთული, სირიული (აისორული) კავკასიის ენებია, მაგრამ არაა კავკასიური: პირველი ორი თურქული ჯგუფისაა, შემდგომი ორი ინდო-ევროპულ ენათა წრეს ეკუთვნის, სირიული (აისორული) - სემიტურ ენათა ოჯახის წარმომადგენელია. ამათგან განსხვავებით კავკასიურია ისეთი ენები, რომელნიც ამჟამად მხოლოდ კავკასიაშია წარმოდგენილი, კავკასიის გარეთ არსად გვხვდება (თუ ბასკურს არ მივიღებთ მხედველობაში - ესპანეთში).

კავკასიური ენებისათვის სხვა ტერმინებიც ყოფილა გამოყენებული: კავკასიის იაფეტური ენები (ტერმინი შემოღებულია ნ. მარის მიერ), ქართულ-შარომატული ენები (ივ. ჯავახიშვილი), ალაროდიული ენები (ისტორიკოსი ფრ. ჰომელი)

კავკასიური ენები შედგება ოთხი ჯგუფისაგან; ეს ჯგუფებია:

I. ქართველური,
II. აფხაზურ-ადიღეური,
III.ქისტურ-ბაცბური,
IV. დაღესტნური.

სარჩევი

ქართველური ენები

ქართველური ენებია: ქართული, ზანური და სვანური. ამათგან ქართული სამწერლო ენაცაა და დიალექტების სახითაც არსებობს; ზანური და სვანური უმწერლო ენებია.

ქართული სამწერლო ენა ყველა ქართველი ტომის მწიგნობრობის ენაა; ქართლელი და გურული, კახელი და მეგრელი, ხევსური და სვანი, ინგილო და ლაზი ამ ენაზე სწავლობს.

ქართულ სამწერლო ენას თხუთმეტ-საუკუნოვანი დოკუმენტირებული ისტორია მოეპოვება; ქართული დამწერლობის ყველაზე ძველი ძეგლია წარწერა ბოლნისის სიონზე; იგი თარიღდება მეხუთე საუკუნის დასასრულით (მიახლოებით 493 წ.). თარიღიანი უძველესი ხელნაწერი 864 წელსაა შესრულებული („სინა-რაითის მამათა მოწყვეტა“) და დაცულია სინას მთაზე ქართველთა მონასტერში (არაბეთის ნახევარკუნძულზე).

ქართული სამწერლო ენის განვითარებაში გაირჩევა ორი პერიოდი: ძველი ქართულისა (V-XI ს.ს.) და ახალი ქართულისა (XII საუკუნიდან დღემდის). ახალი ქართულის ჩამოყალიბება მეთორმეტე საუკუნიდან იწყება საერო დამწერლობის ძეგლებში; მეთვრამეტე საუკუნისათვის ეს პროცესი დამთავრებულია; დავ. გურამიშვილის „დავითიანი“ და საბა სულხან ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ ახალი ქართული სალიტერატურო ქართულის ნიმუშად გამოდგებოდა.

ქართული სამწერლო ენა ერთადერთი კავკასიური ენაა, რომელსაც ასეთი დიდი ხნოვანების დოკუმენტირებული ისტორია გააჩნია. სხვა კავკასიურ ენათა დოკუმენტაცია მეთვრამეტე საუკუნის იქით არ მიდის (ბასკურ ენას მწერლობა მეთექვსმეტე საუკუნიდან აქვს). ამ მხრივ ქართული ენის მონაცემებს ძვირფასი საკონტროლო საშუალების როლი ენიჭება კავკასიურ ენათა ისტორიულ-შედარებითი შესწავლის პროცესში.

ქართული ენის კილოები

ქართული ენა მდიდარია კილოებით. ქართული ენის კილოებია ქართლური, კახური, მთიულური, მოხეური, თუშური, ფშაური, ხევსურული, - აღმოსავლეთ საქართველოში; გურული, აჭარული, იმერული, რაჭული და ლეჩხუმური დასავლეთ საქართველოში; მესხურ-ჯავახური - სამხრეთ საქართველოში; საქართველოს ფარგლებს იქეთ: ინგილოური (აზერბაიჯანი, ზაქათალის აღმოსავლეთით); იმერხევული - შავშეთში, (თურქეთის მიერ მიტაცებულ მიწა-წყალზე); ფერეიდნული ირანში (თეირანის სამხრეთით). ზანური პირობითი სახელია იმ ენისა, რომლის კილოებსაც ჭანურისა და მეგრულის სახელწოდებით ვიცნობთ. ეს პირობითი სახელი ნებისმიერი არაა: ზანა, ზანათი იმერეთსა და სამეგრელოში სოფლის სახელებია დღემდის. ზანი ტომის არსებობა ამრიგად ფაქტია. ეს ტომი ერთ-ერთი იმ ტომთაგანი უნდა ყოფილიყო, რომლის მემკვიდრეებიც მეგრელებში ივარაუდებიან.

ჭანური

(ანუ ლაზური) შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრებ ჭანთა (ლაზთა) მეტყველებაა. პირველი ჭანური სოფელია სარფი.

ბევრი ჭანი გაბერძნდა, - ბევრი გაათურქეს (XVI საუკუნიდან). ულმობელი თურქიზაციის პირობებში ჭანებმა შეინარჩუნეს თავისი ეთნური სხვაობის შეგნება, ენა, ჩაცმულობა, ბევრი ადათი.

ჭანური და მეგრული ერთი ენის ორი კილოა; ამას ცხადყოფს: ფონეტიკური და მორფოლოგიური სისტემა, ლექსიკის ძირითად მარაგი.

სამწუხაროდ, ნ. მარი ორ ენად მიიჩნევდა მეგრულს და ჭანურს.

სვანური ენა ოთხი კილოსაგან შედგება; აკ. შანიძის თანახმად ეს კილოებია: ბალს-ზემოური, ბალს-ქვემოური, ლაშხური და ლენტეხური.

სვანური

სვანური ენა ნარევი ენაა; მასში გამოირჩევა ზანური ფენი, ადიღეური (ჩერქეზული) ფენი, ძველი ქართულის დამახასიათებელი ერთი ფენი...

სვანური ენა ქართველურ ენათა ისტორიის თვალსაზრისით განსაკუთრებული ღირებულებისაა. ამ მხრივ მას ძველი ქართული თუ შეედრება.

ტერმინი ქართველური ენები საენათმეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა ცნობილი ავსტრიელი მეცნიერის ჰუგო შუხარდტის შრომათა მეოხებით.




წყარო

არნ. ჩიქობავა - ზოგადი ენათმეცნიერება

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები