თელადუმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 9: ხაზი 9:
 
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
  
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
 
[[კატეგორია:თელისებრნი]]
 
[[კატეგორია:თელისებრნი]]
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ხე მცენარეები]]

16:06, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია

თელადუმა

თელადუმა – (Ulmus glabra Huds.); ოჯახი: თელისებრნი (Ulmaceae). 40-45 მ სიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ქერქით. ნორჩი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა. ფოთლები მოკლეყუნწიანია, დიდი ზომის – 18 სმ-მდე სიგრძის, 10 სმ სიგანის, გრძლად წაწვეტებული, ფართო-ელიფსისებური ან უკუკვერცხისებური, ორივე მხარეს ძირთან არათანაბარგვერდიანი, დაფარული მრავალი მოკლე, ხეშეში ბეწვით, ძლიერ ხაოიანი, კიდეზე მრგვალკბილა-ხერხისებური. ყვ. ნაყ. III-V. იზრდება მთის შუა სარტყელში, ფართოფოთლოვან ტყეებში, ტენიან ადგილებში, ჭალებისა და ხევების გაყოლებით. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი მცენარე.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები