რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(საერთაშორისო აღიარება)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
* ი. ი. დმიტრიუკოვი -  მემარცხენე ოქტომბრელი;  
 
* ი. ი. დმიტრიუკოვი -  მემარცხენე ოქტომბრელი;  
 
* ვ. ა. რჟევსკი - პროგრესისტი;
 
* ვ. ა. რჟევსკი - პროგრესისტი;
* [[ნიკოლოზ სამსონის ძე ჩხეიძე|ნ. ს. ჩხეიძე]] - სოციალ-დემოკრატი;
+
* [[ჩხეიძე ნიკოლოზ|ნ. ს. ჩხეიძე]] - სოციალ-დემოკრატი;
 
* ა. ფ. კერენსკი - ესერი (ტრუდოვიკი);
 
* ა. ფ. კერენსკი - ესერი (ტრუდოვიკი);
 
* პ. ნ. მილიუკოვი - კადეტი;
 
* პ. ნ. მილიუკოვი - კადეტი;

მიმდინარე ცვლილება 12:37, 16 სექტემბერი 2019 მდგომარეობით

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრები

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტი - 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს შექმნილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო. დაარსდა 1917 წლის 27 თებერვალს (12 მარტი) და ფუნქციონირება შეწყვიტა 1917 წლის 6 (19) ოქტომბერს, დროებითი მთავრობის მიერ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დათხოვნის აქტის გამოქვეყნებასთანავე.

სარჩევი

[რედაქტირება] შექმნის ისტორია

თებერვლის რევოლუციის ღეებში 1917 წლის 27 თებერვალს, პერტოგრადში, რუსეთის მეოთხე სახელმწიფო დუმის უხუცესთა საბჭომ სათათბიროს პროგრესული ბლოკისა და მემარცხენე დეპუტატების ინიციატივით მოეწყო დახურული სხდომა, სადაც კადეტი პ. ნ. მილიუკოვის წინადადებით შეიქმნა სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტდა სახელმწიფო სათათბიროს თითქმის ყველა ფრაქციის წევრებით (გარდა მემარჯვენე მონარქისტებისა). კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა ოქტომბრელი მ. ვ. როდზიანკო.

[რედაქტირება] კომიტეტის წევრები

  • მ. ვ. როდზიანკო - ოქტომბრელი;
  • ნ. ვ. ნეკრასოვი - კადეტი;
  • ი. ი. დმიტრიუკოვი - მემარცხენე ოქტომბრელი;
  • ვ. ა. რჟევსკი - პროგრესისტი;
  • ნ. ს. ჩხეიძე - სოციალ-დემოკრატი;
  • ა. ფ. კერენსკი - ესერი (ტრუდოვიკი);
  • პ. ნ. მილიუკოვი - კადეტი;
  • ა. ი. კონოვალოვი - პროგრესისტი;
  • მ. ა. კარაულოვი - დამოუკიდებელი;
  • ს. ი. შიდლოვსკი - მემარცხენე ოქტომბრელი;
  • ვ. ვ. შულგინი - „პროგრესული რუსი ნაციონალისტების“ ფრაქცია;
  • ვ. ნ. ლვოვი - ფრაქცია „ცენტრი“ .

მოგვიანებითი დაემატა პოლკოვნიკი ბ. ა. ენგელგარდტი - უპარტიო

[რედაქტირება] კომიტეტის საქმიანობა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დროებითმა კომიტეტმა 1917 წლის 28 თებერვალს გამოაქვეყნა მიმართვა. მიმართვაში აღინიშნა, რომ სათათბიროს დროებითი კომიტეტი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო იძულებულია თავის თავზე აიღოს სახელმწიფო წესრიგის დამყარება, და იმედოვნებს, რომ მოსახლეობა და არმია ხელს შეუწყობს ახალი, ხალხის ნდობის გამომხატველი მთავრობის ჩამოყალიბების საქმეს.

სახელმწიფო სათათბიროს დროებითმა კომიტეტიმა სამინისტროების მართვა დააკისრა 24 კომისარს. შეიქმნა სამხედრო, სასურსათო და სხვა კომისიები. მეფის მინისტრებმა თანამდებობები დატოვეს.

2 (15) მარტს სახელმწიფო სათათბიროს დროებითი კომიტეტის წევრები გუჩკოვი და შულგინი ნიკოლოზ მეორეთან ფსკოვში ჩავიდნენ და მეფეს მოთხოვეს, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, უარი ეთქვა ტახტზე. ნიკოლოზ მეორემ ხელი მოაწერა აქტს გადადგომის შესახებ.

ამავე დღეს სახელმწიფო სათათბიროს დროებითმა კომიტეტმა პეტროგრადის საბჭოს დროებით აღმასრულებელ კომიტეტთან შეთანხმებით ჩამოაყალიბა დროებითი მთავრობა თავად ლვოვის თაოსნობით.

[რედაქტირება] საერთაშორისო აღიარება

1 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დროებითმა კომიტეტმა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის აღიარა მოიპოვა.

[რედაქტირება] წყარო

  • Коктов Г. М. „Февральская революция“, 1997
  • Колегия: Л Н Белова и др. Большая Российская Энциклопедия. 1992.
  • Государственная Дума Российской империи 1906—1917: энциклопедия . М.: Российская политическая энциклопедия,2008
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები