ჰოლშტეინ-ფრიზულში
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
− | [[სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი | + | [[სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი]] |
11:07, 23 აგვისტო 2019-ის ვერსია
ჰოლშტეინ-ფრიზულში - მრავალი ჯიშია გაერთიანებული (აშშ-ს, კანადის, ისრაელის და სხვ.). ისინი სარძეო მიმართულების არიან. ჰოლშტინო-ფრიზული ჯიშები მსოფლიოში ყველაზე მაღალი მერძეულობით ხასიათდება. ფურების ცოცხალი მასა 600-650 კგ., მონაწველი 6,0-12,0 ათასი კგ., რძის საშუალო ცხიმიანობა 3,6-3,7%. დიდ ინტერესს იწვევს წითელ-ჭრელი ჰოლშტინები, რომელიც უკვე დამოუკიდებელ ჯიშად ჩამოყალიბდა. იგი უფრო ნაკლები მონაწველით (400-6000კგ.), მაგრამ მაღალცხიმიანი რძით ხასიათდება (3,95-4,2%).
წითელ ჭრელი ჰოლშტინები გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთის ფერმაში ჰყავთ მოშენებული, სადაც მან საუკეთესო შედეგი აჩვენა. ჰოლშტინო-ფიზული ჯიშების მოშენებით დაინტერესებულ ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი კვებისა და მოვლის პირობები მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნები არიან, ამიტომ თუკი ცხოველთა უხვი და სრულფასოვანი კვების საშუალება არ გააჩნიათ, მათი მოშენება ზარალიანია.