ნარკოლეფსია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 4: ხაზი 4:
 
როგორც წესი, ვლინდება გადამეტებული ძილიანობის ან კატაპლექსიის შედეგების სახით (მაგ., კოლაფსი) და სერიოზულ გავლენას ახდენს ცხოვრების ჩვეულ წესზე.  
 
როგორც წესი, ვლინდება გადამეტებული ძილიანობის ან კატაპლექსიის შედეგების სახით (მაგ., კოლაფსი) და სერიოზულ გავლენას ახდენს ცხოვრების ჩვეულ წესზე.  
  
 +
ნარკოლეფსიის ეტიოლოგია
 +
 +
არსებობს ნარკოლეფსიის მრავალი ეტიოლოგიური თეორია.
 +
მტკიცებულებები მეტყველებს კომპლექსური გენეტიკური პრედისპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა, დროდადრო
 +
გვხვდება ისეთი ოჯახებიც, რომლებშიც აღინიშნება აუტოსომურ-დომინანტური ტიპის ტრანსმისია. ყველაზე
 +
მჭიდრო გენეტიკური ასოციაცია აღინიშნება HLA DR2 ტიპის ქსოვილთან, კონკრეტულად კი HLA DQB1*0602
 +
ტიპთან, რაც დადგინდა ნარკოლეფსიის შემთხვევათა უმეტესობაში (85%-ზე მეტი), იმ დროს, როდესაც ზოგად
 +
პოპულაციაში მხოლოდ 18-35%-ს შეადგენს. ეს ასოციაცია აუტოიმუნური მექანიზმის არსებობაზე მიუთითებს.
 +
 +
==== ჰიპოკრეტინები ====
 +
ჰიპოკრეტინები (ანუ ორექსინები) წარმოადგენს ჰიპოთალამურ ნეიროპეპტიდურ ტრანსმიტერებს, რომლებიც არეგულირებენ ძილ-ღვიძილის ციკლს. უახლესი მონაცემებით, ისინი ნარკოლეფსიასთან, განსაკუთრებით კატაპლექსიასთან, არიან დაკავშირებულები. ასეთ პირებს ჰიპოკრეტინ-1 და ჰიპოკრეტინ-2-ის კონცენტრაცია თავის ტვინსა და თავზურგტვინის სითხეში დაქვეითებული აქვთ და ჰიპოთალამუსში აღენიშნებათ  იპოკრეტინ-დადებითი უჯრედების მცირე რაოდენობა.
 +
 +
==== ნარკოლეფსიის გამოკვლევა ====
 +
ნარკოლეფსია, ჩვეულებრივ, ნევროლოგების კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. დიფერენციალური დიაგნოზის დასმისას ხდება ნარკოლეფსიის გამიჯვნა გადამეტებული ძილიანობის სხვა მიზეზებისაგან, როგორებიცაა იშვიათი შეტევებით მიმდინარე [[ეპილეფსია]], [[შიზოფრენია]] ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. თუ არის ეჭვი ამ დაავადებაზე, აუცილებელია პაციენტის გაგზავნა ფსიქიატრთან. დიაგნოზის დაზუსტების მთავარი იარაღია სრული ანამნეზის შეკრება ძილზე ფოკუსირებით. ხშირად გამოიყენება ეპუორთის (Epworth) ძილის სკალა. საკმაოდ ინფორმაციულია ძილის ლაბორატორიული გამოკვლევა. HLA სტატუსი და ჰიპოკრეტინის დონის განსაზღვრა თავზურგტვინის სითხეში არ წარმოადგენს რუტინულ პროცედურებს.
  
  

17:15, 14 ივნისი 2019-ის ვერსია

ნარკოლეფსია - (narcolepsy), პაროქსიზმული აშლილობა, რომლის მიმართ არსებობს მემკვიდრული პრედისპოზიცია და რომელიც ხასიათდება დაძინების უეცარი, დაუძლეველი სურვილით. როგორც წესი, ნარკოლეფსია ცოტა ხანს გრძელდება. ძილიანობის შეტევებს წინ უსწრებს ჰიპნაგოგიური განცდები და ტრანზიტული მოტორული დამბლა. ნარკოლეფსია შეიძლება შეუღლებული იყოს კატალეფსიასთან.

ჩვეულებრივ, ნარკოლეფსია იწყება 10-დან 20 წლამდე, თუმცა, ის შეიძლება უფრო ადრეც დაიწყოს. ნარკოლეფსია იშვიათად იწყება საშუალო ასაკის შემდეგ. გავრცელების სიხშირეა 5/10000 სულ მოსახლეზე. მისი ძირითადი ნიშანია კატაპლექსია (პარალიზის უეცარი, ხანმოკლე ეპიზოდი, კუნთთა ტონუსის დაკარგვით), რაც დამახასიათებელია შემთხვევათა უმრავლესობისთვის; ასევე, პარალიზი ძილში და ჰიპნაგოგიური ჰალუცინაციები, რაც მხოლოდ პაციენტთა მეოთხედ ნაწილში იჩენს თავს. ნარკოლეფსია, როგორც წესი, ვლინდება გადამეტებული ძილიანობის ან კატაპლექსიის შედეგების სახით (მაგ., კოლაფსი) და სერიოზულ გავლენას ახდენს ცხოვრების ჩვეულ წესზე.

ნარკოლეფსიის ეტიოლოგია

არსებობს ნარკოლეფსიის მრავალი ეტიოლოგიური თეორია. მტკიცებულებები მეტყველებს კომპლექსური გენეტიკური პრედისპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა, დროდადრო გვხვდება ისეთი ოჯახებიც, რომლებშიც აღინიშნება აუტოსომურ-დომინანტური ტიპის ტრანსმისია. ყველაზე მჭიდრო გენეტიკური ასოციაცია აღინიშნება HLA DR2 ტიპის ქსოვილთან, კონკრეტულად კი HLA DQB1*0602 ტიპთან, რაც დადგინდა ნარკოლეფსიის შემთხვევათა უმეტესობაში (85%-ზე მეტი), იმ დროს, როდესაც ზოგად პოპულაციაში მხოლოდ 18-35%-ს შეადგენს. ეს ასოციაცია აუტოიმუნური მექანიზმის არსებობაზე მიუთითებს.

ჰიპოკრეტინები

ჰიპოკრეტინები (ანუ ორექსინები) წარმოადგენს ჰიპოთალამურ ნეიროპეპტიდურ ტრანსმიტერებს, რომლებიც არეგულირებენ ძილ-ღვიძილის ციკლს. უახლესი მონაცემებით, ისინი ნარკოლეფსიასთან, განსაკუთრებით კატაპლექსიასთან, არიან დაკავშირებულები. ასეთ პირებს ჰიპოკრეტინ-1 და ჰიპოკრეტინ-2-ის კონცენტრაცია თავის ტვინსა და თავზურგტვინის სითხეში დაქვეითებული აქვთ და ჰიპოთალამუსში აღენიშნებათ იპოკრეტინ-დადებითი უჯრედების მცირე რაოდენობა.

ნარკოლეფსიის გამოკვლევა

ნარკოლეფსია, ჩვეულებრივ, ნევროლოგების კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. დიფერენციალური დიაგნოზის დასმისას ხდება ნარკოლეფსიის გამიჯვნა გადამეტებული ძილიანობის სხვა მიზეზებისაგან, როგორებიცაა იშვიათი შეტევებით მიმდინარე ეპილეფსია, შიზოფრენია ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. თუ არის ეჭვი ამ დაავადებაზე, აუცილებელია პაციენტის გაგზავნა ფსიქიატრთან. დიაგნოზის დაზუსტების მთავარი იარაღია სრული ანამნეზის შეკრება ძილზე ფოკუსირებით. ხშირად გამოიყენება ეპუორთის (Epworth) ძილის სკალა. საკმაოდ ინფორმაციულია ძილის ლაბორატორიული გამოკვლევა. HLA სტატუსი და ჰიპოკრეტინის დონის განსაზღვრა თავზურგტვინის სითხეში არ წარმოადგენს რუტინულ პროცედურებს.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები