ნაჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნაჯ-ი''' ''(ვაინ. Надж – „მუხა“)'' – ვაინახური სახალწლო ხე (მორი). ახ...)
 
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:ქართული რიტუალები]]
 
[[კატეგორია:ქართული რიტუალები]]
 
[[კატეგორია:საახალწლო რიტუალები]]
 
[[კატეგორია:საახალწლო რიტუალები]]
[[კატეგორია:სარიტუალო ხე]]
+
[[კატეგორია:სარიტუალო მცენარეები]]

15:21, 27 მაისი 2019-ის ვერსია

ნაჯ-ი (ვაინ. Надж – „მუხა“) – ვაინახური სახალწლო ხე (მორი). ახალწლის დადგომისთანავე წინასწარ შერჩეული 12 ჭაბუკი ტყეში მიდიოდა, მოძებნიდა 12 ტოტიან მარადმწვანე მუხის ხეს, მოჭრიდა, სათანადო ლოცვის შემდეგ, შეუსვენებლად მოიტანდა და სოფლის განაპირას დახვავებულ თოვლის ზვინზე აღმართავდა (ვიდრე ხე მოჰქონდათ, მჭედლები გრდემლს ჩაქუჩს ურტყამდნენ); დამხვდურნი, განსაკუთრებით ქალიშვილები, ხის აღმართვას ეწინააღმდეგებოდნენ და იმართებოდა საწესო ჭიდაობა, თუმცა ვაჟები საბოლოოდ გამარჯვებულნი რჩებოდნენ. შემდეგ ხეს ცეცხლს წაუკიდებდნენ. რიტუალის მონაწილეებსა და მაყურებლებს ამ საახალწლო ხის ცეცხლი შინ მიჰქონდათ და თავიანთ კერას აგიზგიზებდნენ. უნდა ითქვას, რომ ყოველი ოჯახი ცდილობდა, საახალწლოდ პატარა მუხის ხე მაინც ჰქონოდა და იგი ჩაუქრობლად დიდხანს ეწვა, რაც წარმატებული წლის მომასწავებელად ითვლებოდა.


ლიტერატურა

  • Мадаева З. А. Народные календарные праздники вайнахов. Грозный, 1990;
  • Танкиев А. Х. Ингуши. Саратов, 1998.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები