აჟამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „აჟამი“ გადაიტანა გვერდზე „აჯამ-ი“)
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი 2017
+
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]]
  
  
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
 
[[კატეგორია:კავკასიური მითები]]
 
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]]
 
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]]
[[კატეგორია:მითიური არსებები]]
 
 
[[კატეგორია:სულები]]
 
[[კატეგორია:სულები]]
[[კატეგორია:ქალღმერთები]]
+
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 15:58, 18 დეკემბერი 2018 მდგომარეობით

აჟამ-ი || აჯამ-ი (ბალყ.-ყარაჩ.Ажам/Аджам) – ქალღმერთებისა და მდედრობითი სქესის სულების კრებითი სახე, ბუნების ძალების განსახიერება ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. აქვს ცეცხლოვანი თავი, მიწასავით ფართო ფეხის ტერფები, სუნთქვა – ქარის სტვენა, ზურგიდან წყალი ამოსდის. გარდა ამისა, მის სახეში აღაჩ ქიშისა და ალმასთის ნიშნებიც შეიმჩნევა: სხეული წითური თმით აქვს დაფარული და წელზე ცული კიდია. აჟამის, როგორც ბუნების დიდი ქალბატონის, სახელზე ლოცულობდნენ, მსხვერპლს სწირავდნენ და უვნებლობასა და წყალობას შეთხოვდნენ; ზამთარში კი მდინარესთან ან წყაროსთან კოცონს გააჩაღებდნენ, რომელთანაც ქალღმერთის სადიდებლებს მღეროდნენ და მას, როგორც ცეცხლისა და ქარბუქის მფარველს, თბილი ზამთრისა და ზომიერი ქარბუქის გამოგზავნას თხოვდნენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Шаманов И. М. Календарь и календарная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები