ზამთრის ბანანი (ვაშლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:ZamTris banani.jpg|thumb|400პქ|ზამთრის ბანანი]]
 
[[ფაილი:ZamTris banani.jpg|thumb|400პქ|ზამთრის ბანანი]]
  
'''ზამთრის ბანანი''' – ''('''Winter Banana''').'' ვაშლის ჯიში. ზამთრის ბანანი [[საქართველო|საქართველოში]] უკანასკნელ ხანებში შემოტანილი ჯიშია, წარმოშობით ამერიკული ჯიშია, კესიდან ''(Cass cauntry)'', ინდიანას შტატიდან.
+
'''ზამთრის ბანანი''' – ''('''[[Winter Banana (apple cultivar)|Winter Banana]]''').'' ვაშლის ჯიში. ზამთრის ბანანი [[საქართველო|საქართველოში]] უკანასკნელ ხანებში შემოტანილი ჯიშია, წარმოშობით ამერიკული ჯიშია, კესიდან ''(Cass cauntry)'', ინდიანას შტატიდან.
  
 
საქართველოში ზამთრის ბანანი გვხვდება უმთავრესად ახალგაზრდა ხეებად. იგი გავრცელებულია ქართლის მეხილეობის რაიონებში. საქართველოს სხვა რაიონებში ზამთრის ბანანი არ არის გავრცელებული. ახალგაზრდა ნარგავებში – სამრეწველო ბაღებში (იმერეთის, ვარიანის, ბრეთის  საბჭოთა მეურნეობებში) ზამთრის ბანანს დათმობილი აქვს დაახლოებით 2–3%–მდე, ზოგან მეტიც.
 
საქართველოში ზამთრის ბანანი გვხვდება უმთავრესად ახალგაზრდა ხეებად. იგი გავრცელებულია ქართლის მეხილეობის რაიონებში. საქართველოს სხვა რაიონებში ზამთრის ბანანი არ არის გავრცელებული. ახალგაზრდა ნარგავებში – სამრეწველო ბაღებში (იმერეთის, ვარიანის, ბრეთის  საბჭოთა მეურნეობებში) ზამთრის ბანანს დათმობილი აქვს დაახლოებით 2–3%–მდე, ზოგან მეტიც.

14:05, 18 დეკემბერი 2018-ის ვერსია

ზამთრის ბანანი

ზამთრის ბანანი(Winter Banana). ვაშლის ჯიში. ზამთრის ბანანი საქართველოში უკანასკნელ ხანებში შემოტანილი ჯიშია, წარმოშობით ამერიკული ჯიშია, კესიდან (Cass cauntry), ინდიანას შტატიდან.

საქართველოში ზამთრის ბანანი გვხვდება უმთავრესად ახალგაზრდა ხეებად. იგი გავრცელებულია ქართლის მეხილეობის რაიონებში. საქართველოს სხვა რაიონებში ზამთრის ბანანი არ არის გავრცელებული. ახალგაზრდა ნარგავებში – სამრეწველო ბაღებში (იმერეთის, ვარიანის, ბრეთის საბჭოთა მეურნეობებში) ზამთრის ბანანს დათმობილი აქვს დაახლოებით 2–3%–მდე, ზოგან მეტიც.

ნაყოფი

ნაყოფი მსხვილი აქვს და ზოგჯერ ძლიერ მსხვილიც, უმეტეს შემთხვევაში არა სიმეტრიულად განვითარებული. ნაყოფს მთელ ზედაპირზე გასდევს კარგად განვითარებული ნაწიბური. ზოგჯერ ნაყოფი კარგად გამოსახული წახნაგოვანია. წახნაგები ჯამთან სქელდება და ყუნწთან ქრება, ბოში ყუნწიანია და ადვილად სცვივა ქარისაგან.

ნაყოფი თითო–თითო იცის ნაყოფსაჯდომზე, ტყუპი ნაყოფი ერთ ნაყოფსაჯდომზე იშვიათად ვითარდება.

ჯამი დახურული აქვს და მის ბორცვიან, ვიწრო, პატარა, არაღრმა ღრუში.

ნაყოფის ყუნწი ძლიერ მოკლეა, სქელი და თავბოკალა, ზის არაღრმა და ვიწრო ღრუში; ღრუს შუაგულს ყუნწი არ სცილდება.

ნაყოფის კანი გლუვია და მკვრივი და დაფარულია მრავალი თეთრი, მსხვილი კანქვეშა წერტილით. ძირითადი ფერი სრული სიმწიფისას მუქი ყვითელია, ხოლო საფარი ფერი კი მზის მხარეზე ღია წითელი, შეიძლება ითქვას, ჭიაფერია, საფარი ფერი ნაყოფის 1/3–1/2–ს ფარავს. ზევიდან გადაკრული აქვს ცვილისებრი თხელი მოთეთრო ფიფქი და სიმწიფისას ნაყოფის ზედაპირი ცხიმოვანი ხდება. კანი მეტად ნაზია, სურნელოვანი, ადვილად ზიანდება ქეცითა და ნაცრით.

ნაყოფის ხორცი მოთეთრო–მოყვითალოა, საკმაოდ ფხვიერი, სრული სიმწიფისას საკმაო წვნიანი და ტკბილი, მცირე სასიამოვნო ოდნავ შესამჩნევი მჟავიანობით, უნაზესი სურნელები.

ზამთრის ბანანის ყვავილი

გემოს მხრივ უძვირფასეს და უნაზეს გემოს ევროპული ჯიშებს მიეკუთვნება.

ნაყოფი საწყობში საკმაოდ კარგად ინახება, თითქმის აპრილამდე. მოკრეფის დრო უდგება ოქტომბრის შუა რიცხვებში. თუ ხე ჭარბტენიან გრუნტში, ან ჭარბტენიან ჰავის პირობებში იზრდება მაშინ საწყობში ფუყდება, ღებულობს ფქვილისებრ სტრუქტურას და მთლად ჰკარგავს გემოს. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას რომ მოკრეფილი ნაყოფი არ უნდა დაოფლდეს გროვებაში 1–2 დღეზე მეტი უმჯობესია ბანანის ნაყოფის მოკრეფის უმალვე გადატანა ცივ საწყობში, 20–30 ტემპერატურის პირობებში მაშინ ნაყოფი კარგად ინახება საზამთროდ. მოკრეფიდან 20–25 დღის შემდეგ ბანანის ნაყოფს უდგება მოხმარებითი სიმწიფე. ასე რომ მისი მოხმარებითი სიმწიფე ადრე იწყება და აპრილამდე გრძელდება შენახვის შესაფერ პირობებში. თუ შენახვისას მაღალ შეფარდებით ტენიანობას აქვს ადგილი, მაშინ ის საწყობში დაიჩითება და გაფუყებას იწყებს.

ხე

ხე განსაკუთრებით ძლიერად იზრდება სანერგეში: ერთწლიანი, 2–3 წლიანი ნამყენების შთაბეჭდილებას სტოვებს, ბაღში დარგული ბანანის ხე განაგრძობს ძლიერ ზრდას და ინვითარებს გაშლილ განიერ უფორმო ვარჯს. მისთვის მეტად დამახასიათებელია გრძელი სანაყოფე ტოტები, რომლებიც ნაყოფის სიმძიმის გამო ადვილად ირხევიან და ჰღლიან არა მარტო მათზე მობმულ ნაყოფს, არამედ მეზობელ ტოტებზე მსხმოიარე ნაყოფსაც, რის გამოც ბანანის ხე ძლიერ ბევრ ნაქარალს იძლევა.

ხის ბიოლოგიურ თავისებურებას შეადგებს საშუალო პერიოდის ყვავილობა; ყვავილი თვითსტერილი აქვს; მის კარგ გამანაყოფიერებლად ბელფლორი ითვლება.

სამეურნეო თავისებურებებიდან აღსანიშნავია: გვიან შესვლა მსხმოიარობაში (8 წლის), თხელი და არარეგულარული მოსხმა, ნაკლები სასაქონლო გამოსავალი, ნაყოფთა მცირე ტრანსპორტაბელობა, ხის დიდი მოთხოვნილება გარემოპირობებისადმი და აგრეთვე ინტენსიურ აგროტექნიკურ ღონისძიებათა ჩატარების საჭიროება, ძლიერი დაზიანება სოკოვანი დაავებითა და ნაყოფჭამიათი.

ნაყოფის თვალწარმტაცი ლამაზი გარეგნობა, ძვირფასზე ძვირფასი გემო და ეფექტური სიმსხო ზამთრის ბანანს სამრეწველო მნიშვნელობის ჯიშად ხდის საძირეებზე ზამთრის ბანანის დამყნას არავითარი აზრი არ აქვს, რადგანაც ხე მეტად ძლიერი ზრდისას და ვერ შეეგუება სუსტი საძირის ბიოლოგიურ თავისებურებას; ამასთანავე ნაყოფი მას ისედაც მეტად მსხვილი და ლამაზი აქვს, ასე რომ სუსტი საძირის როლი მთლად გაბათილებულია.

ზამთრის ბანანი უნდა ჩაითვალოს ბაღის მოყვარულთა ერთ–ერთ საუკეთესო ჯიშად, კოლმეურნეთა კარმიდამოს დასამშვენებლად და მაღალი ხარისხის სუფრის ხილის მისაღებად. მისი ფართო გაშენება სამრეწველო ბაღებში და ისიც ყველგან მეტად სახიფათო იქნება რეგულარულ, უხვ და სუფთა მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები