კომპულსიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კომპულსიები''' ობსესიის საპასუხო განმეორებადი,...)
 
(კომპულსური ქცევები)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
* მიუხედავად იმისა, რომ კომპულსური ქცევა დროებით აქვეითებს ობსესიასთან დაკავშირებულ [[შფოთვა|შფოთვას]], სინამდვილეში ის ხელს უწყობს ასეთი მდგომარეობის შენარჩუნებას. კომპულსიების შესუსტების სტრატეგიებს ცენტრალური ადგილი უკავია ობსესიურ-კომპულსური აშლილობების ბიჰევიორულ მკურნალობაში.
 
* მიუხედავად იმისა, რომ კომპულსური ქცევა დროებით აქვეითებს ობსესიასთან დაკავშირებულ [[შფოთვა|შფოთვას]], სინამდვილეში ის ხელს უწყობს ასეთი მდგომარეობის შენარჩუნებას. კომპულსიების შესუსტების სტრატეგიებს ცენტრალური ადგილი უკავია ობსესიურ-კომპულსური აშლილობების ბიჰევიორულ მკურნალობაში.
  
=====კომპულსური ქცევები=====
+
====კომპულსური ქცევები====
 
არსებობს სხვადასხვა სახის კომპულსური ქცევები. მათგან, განსაკუთრებით, ოთხია მნიშვნელოვანი:
 
არსებობს სხვადასხვა სახის კომპულსური ქცევები. მათგან, განსაკუთრებით, ოთხია მნიშვნელოვანი:
  

15:05, 28 სექტემბერი 2018-ის ვერსია

კომპულსიები ობსესიის საპასუხო განმეორებადი, გარეგნულად მიზანშეწონილი და სტერეოტიპული (კომპულსური ქცევის ალტერნატიული სახელწოდებაა) ქცევებია. ამის გამო მათ ზოგჯერ კომპულსურ რიტუალებს უწოდებენ. კომპულსიებს ყოველთვის თან ახლავს ერთი მხრივ სუბიექტური განცდა იმისა, რომ ქცევა აუცილებლად უნდა განხორციელდეს და მეორე მხრივ ქცევის განხორციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძლიერი სურვილი. ობსესიების მსგავსად, კომპულსიებიც უაზრობად აღიქმება. კომპულსია, ჩვეულებრივ, აზრის შემცველი ობსესიის შინაარსის ფონზე ხდება. მაგ., ხელების ხშირად დაბანის კომპულსია გამოწვეულია ობსესიური აზრებით, რომ ხელები ჭუჭყიანია. ზოგჯერ ობსესიური იდეები ეხება იმ უარყოფით შედეგებს, რომლებიც კომპულსიას მოჰყვება (მაგ., მეორე ადამიანს რაიმე უბედურება დაემართება, თუ კომპულსური ქცევა „არასწორად” განხორციელდა). კომპულსიებმა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე მიზეზის გამო:

  • უშუალოდ გამოიწვიოს ზიანი (მაგ., დერმატიტი, ხელის ხშირი ბანის შედეგად).
  • ხელი შეუშალოს ნორმალურ ცხოვრებას, რადგან მათთვის გარკვეული დროის დათმობა ხდება საჭირო.
  • მიუხედავად იმისა, რომ კომპულსური ქცევა დროებით აქვეითებს ობსესიასთან დაკავშირებულ შფოთვას, სინამდვილეში ის ხელს უწყობს ასეთი მდგომარეობის შენარჩუნებას. კომპულსიების შესუსტების სტრატეგიებს ცენტრალური ადგილი უკავია ობსესიურ-კომპულსური აშლილობების ბიჰევიორულ მკურნალობაში.

კომპულსური ქცევები

არსებობს სხვადასხვა სახის კომპულსური ქცევები. მათგან, განსაკუთრებით, ოთხია მნიშვნელოვანი:

  • შემოწმების რიტუალი, რომელიც ხშირად უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. მაგ., არაერთგზის შემოწმება იმისა, რომ ელექტრო ხელსაწყო გამორთულია ან კარი დაკეტილია.
  • დასუფთავების (გაწმენდის) რიტუალი ხშირად ხელების განმეორებით ბანას უკავშირდება, მაგრამ შეიძლება სახლის სამუშაოსაც მოიცავდეს.
  • დათვლის რიტუალი გარკვეული წესით დათვლას გულისხმობს (მაგ., სამეულებად თვლა). ის ხშირად დაკავშირებულია ეჭვის შემცველ აზრებთან - რამდენჯერმე დათვლა აუცილებელია რათა დავრწმუნდეთ, რომ თვლისას შეცდომა არ დაგვიშვია. ჩვეულებრივ, დათვლა ხმამაღლა არ ხდება, ამიტომ მეორე ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს ამ რიტუალის არსებობის შესახებ.
  • ჩაცმის რიტუალის დროს პიროვნება ალაგებს ან იცვამს ტანსაცმელს გარკვეული წესით ან

თანმიმდევრობით. ამ რიტუალს ხშირად თან ახლავს ეჭვის შემცველი აზრები, რის გამოც ეს ქცევა უსასრულოდ მეორდება.

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები