ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა''' - (F42) (obsessiver-compulsive disorder) რეკურენტუ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა'''  - (F42) (obsessiver-compulsive disorder) რეკურენტული (განმეორებადი) აკვიატებული აზრები ან კომპულსიური ქმედებები.  
+
'''ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა'''  - (F42), (obsessiver-compulsive disorder), რეკურენტული (განმეორებადი) აკვიატებული აზრები ან კომპულსიური ქმედებები.  
  
ობსესიურია ის აზრები, ხატები ან ზრახვები, რომლებიც ინდივიდს ფსიქიკაში სისტემატურად უმეორდება სტერეოტიპული ფორმით. ეს აზრები თითქმის ყოველთვის შემაწუხებელია, უსიამოვნო და, არც თუ იშვიათად, ინდივიდი ცდილობს წინ აღუდგეს მათ, თუმცა უშედეგოდ. ეს აზრები, მართალია, უნებლიეთ წარმოიქმნება და ხშირად ზიზღსაც კი იწვევს, მაგრამ ინდივიდი მათ საკუთარ აზრებად მიიჩნევს.  
 
13:58, 30 ივლისი 2018-ის ვერსია

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა - (F42), (obsessiver-compulsive disorder), რეკურენტული (განმეორებადი) აკვიატებული აზრები ან კომპულსიური ქმედებები.

ობსესიურია ის აზრები, ხატები ან ზრახვები, რომლებიც ინდივიდს ფსიქიკაში სისტემატურად უმეორდება სტერეოტიპული ფორმით. ეს აზრები თითქმის ყოველთვის შემაწუხებელია, უსიამოვნო და, არც თუ იშვიათად, ინდივიდი ცდილობს წინ აღუდგეს მათ, თუმცა უშედეგოდ. ეს აზრები, მართალია, უნებლიეთ წარმოიქმნება და ხშირად ზიზღსაც კი იწვევს, მაგრამ ინდივიდი მათ საკუთარ აზრებად მიიჩნევს.

კომპულსიური ქმედებები ან რიტუალები განმეორებადი სტერეოტიპული ქცევებია. არსებითად, მათი ფუნქციაა – აღკვეთოს ზოგიერთი, ობიექტურად არასახარბიელო მოვლენა, რომელიც, როგორც პაციენტს მიაჩნია, შეიძლება მოხდეს, თუ რიტუალი არ შესრულდება. ჩვეულებრივ, ამ ქცევებს თვით ინდივიდი აფასებს როგორც უმიზნოსა და არაეფექტურს (უშედეგოს) და დროდადრო ცდილობს დაძლიოს ისინი. პრაქტიკულად თითქმის ყველა შემთხვევაში აღინიშნება შფოთვა. კომპულსიურ ქმედებათა დაძლევის მცდელობა იწვევს შფოთვის გაძლიერებას.

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები