კითხვის აშლილობა სპეციფიკური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დისლექსია განვითარებასთან დაკავშირებული“ გადაიტანა გვერდზე „[[...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კითხვის აშლილობა სპეციფიკური“ გადაიტანა გვერდზე „ლეგასთენია“)

10:41, 27 ივლისი 2018-ის ვერსია

კითხვის აშლილობა, სპეციფიკური - (F81.0), (reading disorder, specific), კითხვის ჩვევათა განვითარების საკმაოდ ძლიერი სპეციფიკური დარღვევა, ანამნეზში კითხვის სპეციფიკური აშლილობის არარსებობით, რომელიც მხოლოდ მცირე ფსიქიური ასაკით, მხედველობის დაქვეითებით ან განათლების არასაკმარისი დონით არ აიხსნება. შესაძლოა ნებისმიერი უნარის დარღვევა – წაკითხულის გაგების, სიტყვათა ამოცნობის, ხმამაღლა კითხვის და, აგრეთვე, იმ დავალებების შესრულების, რომლებიც კითხვის უნარებს მოითხოვს.

კითხვის სპეციფიკურ აშლილობას ხშირად თან სდევს მართლწერის პრობლემები, რომლებიც მოზარდობის ასაკშიც ნარჩუნდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კითხვის დარღვევის დაძლევაში მიღწეულია პროგრესი. კითხვის სპეციფიკურ აშლილობას, ჩვეულებრივ, წინ უსწრებს ენისა და მეტყველების განვითარების დარღვევა. მათი კავშირი ემოციურ და/ან სკოლის პერიოდში ქცევით აშლილობებთან –ჩვეულებრივი მოვლენაა.

სინონიმები

  • კითხვის უნარის განვითარების დაგვიანება
  • დისლექსია, განვითარებასთან დაკავშირებული
  • ლეგასთენია
  • კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებისას სპეციფიკური ჩამორჩენა


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები