ეთიოპიელების არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 
[[ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის ისტორია]]
 
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის ისტორია]]
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები ახლო აღმოსავლეთში]]
+
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები ძველ ახლო აღმოსავლეთში]]

მიმდინარე ცვლილება 11:25, 29 ივნისი 2018 მდგომარეობით

ეთიოპიელების არმია - (ეთიოპია-ნუბია), ნუბიელები ეგვიპტის სამხრეთით მოსახლე მრავალრიცხოვანი ზანგური ტომი იყო, რომელიც რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. ნუბიელები განთქმული მეომრები იყვნენ, განსაკუთრებით მშვილდოსნობა ემარჯვებოდათ. ამ აფრიკული ტომის წარმომადგენლები ეგვიპტელებთან შედარებით ბევრად განუვითარებლები იყვნენ. ტანსაცმელი არ ემოსათ და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შიშველი დადიოდა. ეგვიპტელებს სურდათ ნუბიელებში ცივილიზაცია შეტანათ, მაგრამ ეს უკანასკნელები დიდი წინააღმდეგობით ხვდებოდნენ ჩრდილოელ მეზობელთა ცდას. ნუბიელები ხშირად ესხმოდნენ თავს ეგვიპტის სამხრეთ საზღვრებს, რასაც ეგვიპტელებიც გვარიანად პასუხობდნენ და ხშირად ლაშქრობდნენ სამხრეთელი მეზობლების მიწებზე. ერთ-ერთი ასეთი ლაშქრობის დროს ეგვიპტელებმა ტყვედ 7000 ნუბიელი აიყვანეს.

ნუბიური ტომებიდან ყველაზე გამორჩეული მეომარი ხალხი მეჯაი იყო. მეჯაები სხვა ნუბიელებისგან განსხვავებით უკეთ შეიარაღებულები იყვნენ და გაწვრთნილები. მიუხედავად მეომარი ხასიათისა ნუბიელებს არ შეეძლოთ ეგვიპტისთვის სერიოზული საფრთხის შექმნა, რადგან ერთმანეთში მუდამ უთანხმოება ჰქონდათ და უამრავ ტომებად იყვნენ დაშლილები.

დაახლ. ძვ.წ. II ათასწლეულში ნუბიელებმა ეგვიპტის არმიაში მოქირავნე მეომრებად დაიწყეს სამსახური. ისინი მსუბუქად შეიარაღებულ ქვეით ჯარში მსახურობდნენ მშვილდოსნებად.

ნუბიელების სამხრეთით ქუშის ტომი (ეთიოპიელები) ცხოვრობდა. ქუშელები ნუბიელებისგან განსხვავებით თეთრკანიანები იყვნენ. ისინი მრავალ ტომებად იყვნენ დაფანტულები, თუმცა მიუხედავად არაერთიანობისა ეგვიპტისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ერთ დროს ქუშის ხალხი სუდანიდან ეგვიპტის სამხრეთ მიწებამდე მთელ ნილოსის სანაპიროებს აკონტროლებდა. ეგვიპტელები ყოველთვის ცდილობდნენ ქუშის დამორჩილებას, მაგრამ ეს მხოლოდ XVIII დინასტიის ფარაონებმა მოახერხეს. ქუშელები იძულებულები გახდნენ ეგვიპტისთვის დიდი ხარკი ვხადათ ოქროთი, საქონელით და სპილოს ძვლით. ქუშის ტომი თავისუფლებისმოევარე იყო, ამიტომ ხშირად უჯანყდებოდნენ ეგვიპტეს, რომელმაც შეძლო მათი რამდენიმე სერიოზული ამბოხების ჩახშობა. მიუხედავად წარუმატებლობისა ქუშელებმა ბრძოლა გააგრძელეს და ძვ.წ. XI საუკუნისთვის თავისუფლება მოიპოვეს. ქუშის დაკარგვა ეგვიპტეს ძვირად დაუჯდა, რადგან ამ მამაცმა და მოუსვენარმა ტომებმა ერთიანი სამეფოს ჩამოყალიბება მოახერხეს დედაქალაქ ნაპატათი. რაც უფრო ძლიერდებოდა ქუში მით უფრო სუსტდებოდა ეგვიპტე და საბოლოოდ ძვ.წ. XVIII საუკუნის შუა ხანებში ქუშელებმა ნილოსის საჩუქრის ხელში ჩაგდება მოახერხეს. ქუშის მეფეებმა ეგვიპტეში XXV, ეთიოპიური დინასტია დაარსეს. დაახლ. ძვ.წ. 660 წელს ეთიოპიელები ეგვიპტიდან განდევნეს, თუმცა დამოუკიდებელი ქუშის სამეფო მაინც აგრძელებდა არსებობას.

ქუშის არმიის შესახებ მწირი წყაროებია შემორჩენილი, თუმცა ცნობილია, რომ ქუშელებს მაღალი და ღონიერი მეომრები ჰყავდათ, რომელთაც ომის დიდი გამოცდილება ჰქონდათ და საკმაოდ კარგად იყვნენ გაწვრთნილები. მეომრები დისციპლინირებულად მოქმედებდნენ, ამიტომ ქუშის არმია მწყობრში იბრძოდა. ქუშის არმია ეგვიპტის ჯარს წააგავდა და მძიმედ შეიარაღებული ქვეითებისა და მსუბუქი ქვეითებისგან შედგებოდა, რომლებიც სატყორცნი შუბებით და მშვილდ-ისრებით იყვნენ ადჭურვილები.


[რედაქტირება] წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები