აგარის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(აღწერა)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Agara2.jpg|thumb|350px|'''აგარის სამონასტრო კომპლექსი''']]
 
[[ფაილი:Agara2.jpg|thumb|350px|'''აგარის სამონასტრო კომპლექსი''']]
'''აგარის მონასტერი''' - სამონასტრო ანსამბლი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ამჟამად ახალციხის რაიონში, მდ. ურავლის ხეობაში, მდინარის მარჯვენა, მაღალ ნაპირზე, ახალციხიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის დაშორებით. ახლო-მახლო სოფლები არ არის, ეს სრულიად განმარტოებული ადგილია. მთის კალთაზე მიმოფანტულია მრავალი ძველი შენობის ნაშთები. მათ შორის [[ეკლესია]], სამრეკლო (გადარჩენილია მისი მხოლოდ I სართული), სატრაპეზო, რომელიც წარწერის თანახმად აგებულია ბეშქენ და მურვან ჯაყელების მიერ (XI-XII) საუკუნეთა მიჯნა;
+
'''აგარის მონასტერი''' - სამონასტრო ანსამბლი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ამჟამად ახალციხის რაიონში, მდ. ურავლის ხეობაში, მდინარის მარჯვენა, მაღალ ნაპირზე, ახალციხიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის დაშორებით. ახლომახლო სოფლები არ არის, ეს სრულიად განმარტოებული ადგილია. მთის კალთაზე მიმოფანტულია მრავალი ძველი შენობის ნაშთი. მათ შორის [[ეკლესია|ეკლესიის]], სამრეკლოსი (გადარჩენილია მისი მხოლოდ I სართული), სატრაპეზოსი, რომელიც წარწერის თანახმად აგებულია ბეშქენ და მურვან ჯაყელების მიერ (XI-XII) საუკუნეთა მიჯნაზე.
  
=====აღწერა=====
 
=====აღწერა=====
კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა ერთნავიანი ეკლესია, ერთი უდიდესთაგანი ამ ტიპის ქართულ ეკლესიათა შორის (გარეთა ზომები დაახლოებით 8,0 x 17,0 მ.). აღმოსავლეთ ფასადზე, ქტიტორის რელიეფურ გამოსახულებასთან, წარწერაა, რომელიც ასახელებს ვინმე თევდორეს (იგი ტახტზე მჯდომი ქრისტეს წინ დგას ეკლესიის მოდელით ხელში), მაგრამ არა როგორც ეკლესიის, არამედ, როგორც სტოას (ეკლესიის სამხრეთი მინაშენი) მაშენებელს. საფიქრებელია, რომ რელიეფი ამ ადგილას გვიან ჩასვეს. ეკლესია, მისი ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე მიეკუთვნება X საუვუნის მეორე ნახევარს. იგი შეაკეთეს, როგორც ჩანს, XIV-XV საუკუნეებში - საფუძვლიანი გადაკეთების ნიშნებს ატარებს დასავლეთი ფასადი. სამრეკლო XIII-XIV საუკუნეებს შეიძლება მიეკუთვნოს. მონასტრის ანსამბლი აზომეს 1941 წელს არქიტექტორებმა მ. კალაშნიკოვმა და დ. გორდეევმა თანაშემწეებთან ერთად.
+
კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა ერთნავიანი ეკლესია, ერთი უდიდესთაგანი ამ ტიპის ქართულ ეკლესიათა შორის (გარეთა ზომები დაახლოებით 8,0 x 17,0 მ.). აღმოსავლეთ ფასადზე, ქტიტორის რელიეფურ გამოსახულებასთან, წარწერაა, რომელიც ასახელებს ვინმე თევდორეს (იგი ტახტზე მჯდომი ქრისტეს წინ დგას ეკლესიის მოდელით ხელში), მაგრამ არა როგორც ეკლესიის, არამედ, როგორც სტოას (ეკლესიის სამხრეთი მინაშენი) მაშენებელს. საფიქრებელია, რომ რელიეფი ამ ადგილას გვიან ჩასვეს. ეკლესია, მისი ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე მიეკუთვნება X საუკუნის მეორე ნახევარს. იგი შეაკეთეს, როგორც ჩანს, XIV-XV საუკუნეებში - საფუძვლიანი გადაკეთების ნიშნებს ატარებს დასავლეთი ფასადი. სამრეკლო XIII-XIV საუკუნეებს შეიძლება მიეკუთვნოს. მონასტრის ანსამბლი აზომეს 1941 წელს არქიტექტორებმა მ. კალაშნიკოვმა და დ. გორდეევმა თანაშემწეებთან ერთად.
 
[[ფაილი:Agara.jpg|მარცხნივ|350პქ|]]
 
[[ფაილი:Agara.jpg|მარცხნივ|350პქ|]]
 
მთავარი ეკლესია ერთი უდიდესთაგანია ამ სახის შენობათა შორის [[საქართველო|საქართველოში]]. სამხრეთით მას გრძელი ერთიანი აფსიდიანი ეგეტერი ეკვრის. ეკლესიას ერთი - საკურთხევლის - [[აფსიდა|აფსიდი]] აქვს, რომელიც უბემოდ ერთვის ნავს. ეს უკანასკნელი კედლის სვეტებით და საბჯენი თაღებით სამ ნაკვეთად იყოფა. კედლის სვეტები სამსაფეხურიანია, საგრძნობლად შვერილი, ასე, რომ პლასტიკური დანაწევრება ფრიად თვალსაჩინოა. სივრცე თავისუფლად არის გაშლილი და მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელი სამია - სამხრეთუდან (ვეგეტერიდან), დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ეს შესასვლელი აფსიდის მიმდებარე თაღოვან არეშია, როგორც ეს ხშირად გვხვდება იმდროინდელ ერთნავიან ეკლესიაში); ინტერიერს ანათებს საკურთხევლის დიდი სარკმელი, დასავლეთის ერთი, ძალიან მაღლა მდებარე სარკმელი, სიგრძივ კედლების სარკმელები.  
 
შენობა კედელ-კამარიანად დგას. შიგნით კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახით არის მოღწეული, გადაკეთებათა გარეშე. სუფთად გათლილი კვადრების წესიერი წყობა მაღალ ტექნიკურ დონეზე დგას. მთავარი, რაც ტაძრის შიგნით ყურადღებას იპყრობს, საკურთხევლის აფსიდის დამუშავებაა. აქ ერთიმეორის მიყოლებით ცხრა ნახევარწრიული თაღოვანი ნიშაა, ისე როგორც ხახულისა და სვეტიცხოვლის ტაძრებში. შუა მათგანი, სარკმლის ქვეშ, დაბალია, მოურთავი, დანარჩენი რვა - მაღალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული მარტივი პროფილით და იმპოსტებით. ასეთი ნიშები მღვდელმსახურთა დასაჯდომად კეთდებოდა საეპისკოპოსო ტაძრებში (იქაც ძალიან იშვიათად), აქ კი მათი არსებობა მოულოდნელია.
+
შენობა კედელ-კამარიანად დგას. შიგნით კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახით არის მოღწეული, გადაკეთების გარეშე. სუფთად დათლილი კვადრების წესიერი წყობა მაღალ ტექნიკურ დონეზე დგას. მთავარი, რაც ტაძრის შიგნით ყურადღებას იპყრობს, საკურთხევლის აფსიდის დამუშავებაა. აქ ერთიმეორის მიყოლებით ცხრა ნახევარწრიული თაღოვანი ნიშაა, ისე როგორც ხახულისა და სვეტიცხოვლის ტაძრებში. შუა მათგანი, სარკმლის ქვეშ, დაბალია, მოურთავი, დანარჩენი რვა - მაღალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული მარტივი პროფილით და იმპოსტებით. ასეთი ნიშები მღვდელმსახურთა დასაჯდომად კეთდებოდა საეპისკოპოსო ტაძრებში (იქაც ძალიან იშვიათად), აქ კი მათი არსებობა მოულოდნელია.
 
[[ფაილი:Agara1.jpg|350პქ|მარჯვნივ|]]
 
[[ფაილი:Agara1.jpg|350პქ|მარჯვნივ|]]
 
კედლებს აქა-იქ შერჩენიათ ძველი მხატვრობის კვალი. ეტყობა, მთელი ეკლესია მოხატული ყოფილა.
 
კედლებს აქა-იქ შერჩენიათ ძველი მხატვრობის კვალი. ეტყობა, მთელი ეკლესია მოხატული ყოფილა.
  
გარედან ეკლესია ნაწილობრივ დაზიანებულია. სამხრეთი მინაშენი ნანგრევად არის ქცეული, დასავლეთი კედელი ხელახლად არის აწყობილი, მისი სარკმელისა და შესასვლელის მორთულობა მკვეთრად განსხვავდება სამხრეთ და აღმოსავლეთ სარკმელთა მორთულობისაგან. გადაკეთების კვალი ეტყობა აღმოსავლეთ ფასადსაც. ადვილი შესამჩნევია, რომ წარწერიანი და ქანდაკებიანი ქვა თავდაპირველი არ არის და რომელიღაც სხვა შენობიდანაა აქ გადმოტანილი. წარწერაც ეკლესიის აშენების ამბავს კი არ გვაუწყებს, არამედ სტოას აშენებისას.
+
გარედან ეკლესია ნაწილობრივ დაზიანებულია. სამხრეთი მინაშენი ნანგრევებადაა ქცეული, დასავლეთი კედელი ხელახლაა აწყობილი, მისი სარკმელისა და შესასვლელის მორთულობა მკვეთრად განსხვავდება სამხრეთ და აღმოსავლეთ სარკმელთა მორთულობისაგან. გადაკეთების კვალი ეტყობა აღმოსავლეთ ფასადსაც. ადვილი შესამჩნევია, რომ წარწერიანი და ქანდაკებიანი ქვა რომელიღაც სხვა შენობიდანაა აქ გადმოტანილი. წარწერაც ეკლესიის აშენების ამბავს კი არ გვაუწყებს, არამედ სტოას აშენებისას.
  
=====აღმოსავლეთი ფასადი=====
 
=====აღმოსავლეთი ფასადი=====
ყველაზე საინტერესოა აღმოსავლეთი ფასადი, შუაში მოთავსებული ერთადერთი, მოჩუქურთმებულ საპირეში ჩასმული სარკმლით. ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, იპყრობს ორი სამკუთხა ნიშა ფასადის კიდეებში. მათი არსებობაც, ისევე როგორც აფსიდის შიგნითა ნიშებისა, აქ - უგუმბათო, ერთნავიანი და უპასტოფორიო ეკლესიის ფასადზე - უჩვეულოა, მაგრამ ერთადერთი ამგვარი შემთხვევა არ არის (იხ. ჯალა, ხახულის მცირე ეკლესია, წეროვანის ეკლესია ქართლში. უფრო გვიან, XIII საუკუნეში - გუდარესი). აგარის ნიშები იმით გამოირჩევა, რომ ძალიან ღრმაა, წვეტიანი სამკუთხედის გეგმა აქვთ და განსაკუთრებით აქტიურ როლს თამაშობენ ფასადის კომპოზიციაში.
+
ყველაზე საინტერესოა აღმოსავლეთი ფასადი, შუაში მოთავსებული ერთადერთი, მოჩუქურთმებულ საპირეში ჩასმული სარკმლით. ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, იპყრობს ორი სამკუთხა ნიშა ფასადის კიდეებში. მათი არსებობაც, ისევე როგორც აფსიდის შიგნითა ნიშებისა, აქ - უგუმბათო, ერთნავიანი და უპასტოფორიო ეკლესიის ფასადზე - უჩვეულოა, მაგრამ ერთადერთი ამგვარი შემთხვევა არ არის (იხ. ჯალა, ხახულის მცირე ეკლესია, წეროვანის ეკლესია ქართლში. უფრო გვიან, XIII საუკუნეში - გუდარესი). აგარის ნიშები იმით გამოირჩევა, რომ ძალიან ღრმაა, წვეტიანი სამკუთხედის გეგმა აქვს და განსაკუთრებულ როლს თამაშობს ფასადის კომპოზიციაში.
  
ფასადის პერანგიც (გადაუკეთებელ ნაწილებში)  ოსტატურად არის ნაწყობი. დეკორაციული თაღები არ არის გამოყენებული. სარკმლის საპირეები ქვემოდან შეუკრავია (ე. ი. ჰორიზონტალური მონაკვეთი არა აქვთ), მათი ორნამენტაციაც ჯერ კიდევ ადრეულ საფეხურზე დგას, მოტივები შედგება ერთმანეთთან გადაუბმელი ერთნაირი ელემენტების, მწკრივისაგან. აღმოსავლეთ საპირეში ლენტებით გამოყვანილი ელემენტი მსხლისებრი მოხაზულობისაა, შუაგულში ჩასმული პატარა ვარდულებით, ხოლო ჩარჩოდ უბრალო ორლენტოვანი წნულია; სამხრეთ სარკმლის მოჩარჩოებაში ჩნდება წვრილი ორმაგი გრეხილი ან ერთმანეთს გადანასკვული წრეების არშია. კვეთი ძალიან მცირე სიღრმისაა, ფონი - დაუტვირთავი.  
+
ფასადის პერანგიც (გადაუკეთებელ ნაწილებში)  ოსტატურადაა აწყობილი. დეკორაციული თაღები არ არის გამოყენებული. სარკმლის საპირეები ქვემოდან შეუკრავია (ე. ი. ჰორიზონტალური მონაკვეთი არა აქვთ), მათი ორნამენტაციაც ჯერ კიდევ ადრეულ საფეხურზე დგას, მოტივები შედგება ერთმანეთთან გადაუბმელი ერთნაირი ელემენტების, მწკრივისაგან. აღმოსავლეთ საპირეში ლენტებით გამოყვანილი ელემენტი მსხლისებრი მოხაზულობისაა, შუაგულში ჩასმული პატარა ვარდულებით, ხოლო ჩარჩოდ უბრალო ორლენტოვანი წნულია; სამხრეთ სარკმლის მოჩარჩოებაში ჩნდება წვრილი ორმაგი გრეხილი ან ერთმანეთს გადანასკვული წრეების არშია. კვეთი ძალიან მცირე სიღრმისაა, ფონი - დაუტვირთავი.  
  
ხსენებული რელიეფი (სარკმლის თავზე) გამოხატავს კაცს, რომელიც ერთნავიანი ეკლესიის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომ ქრისტეს. რელიეფი სრულიად არ ებმის სარკმლის საპირის მორთულობას.
 
ხსენებული რელიეფი (სარკმლის თავზე) გამოხატავს კაცს, რომელიც ერთნავიანი ეკლესიის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომ ქრისტეს. რელიეფი სრულიად არ ებმის სარკმლის საპირის მორთულობას.
 +
  
=====ბიბლიოგრაფია=====
 
=====ბიბლიოგრაფია=====

11:14, 2 მაისი 2018-ის ვერსია

აგარის სამონასტრო კომპლექსი

აგარის მონასტერი - სამონასტრო ანსამბლი მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, ამჟამად ახალციხის რაიონში, მდ. ურავლის ხეობაში, მდინარის მარჯვენა, მაღალ ნაპირზე, ახალციხიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის დაშორებით. ახლომახლო სოფლები არ არის, ეს სრულიად განმარტოებული ადგილია. მთის კალთაზე მიმოფანტულია მრავალი ძველი შენობის ნაშთი. მათ შორის ეკლესიის, სამრეკლოსი (გადარჩენილია მისი მხოლოდ I სართული), სატრაპეზოსი, რომელიც წარწერის თანახმად აგებულია ბეშქენ და მურვან ჯაყელების მიერ (XI-XII) საუკუნეთა მიჯნაზე.

სარჩევი

აღწერა

კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა ერთნავიანი ეკლესია, ერთი უდიდესთაგანი ამ ტიპის ქართულ ეკლესიათა შორის (გარეთა ზომები დაახლოებით 8,0 x 17,0 მ.). აღმოსავლეთ ფასადზე, ქტიტორის რელიეფურ გამოსახულებასთან, წარწერაა, რომელიც ასახელებს ვინმე თევდორეს (იგი ტახტზე მჯდომი ქრისტეს წინ დგას ეკლესიის მოდელით ხელში), მაგრამ არა როგორც ეკლესიის, არამედ, როგორც სტოას (ეკლესიის სამხრეთი მინაშენი) მაშენებელს. საფიქრებელია, რომ რელიეფი ამ ადგილას გვიან ჩასვეს. ეკლესია, მისი ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე მიეკუთვნება X საუკუნის მეორე ნახევარს. იგი შეაკეთეს, როგორც ჩანს, XIV-XV საუკუნეებში - საფუძვლიანი გადაკეთების ნიშნებს ატარებს დასავლეთი ფასადი. სამრეკლო XIII-XIV საუკუნეებს შეიძლება მიეკუთვნოს. მონასტრის ანსამბლი აზომეს 1941 წელს არქიტექტორებმა მ. კალაშნიკოვმა და დ. გორდეევმა თანაშემწეებთან ერთად.

Agara.jpg

მთავარი ეკლესია ერთი უდიდესთაგანია ამ სახის შენობათა შორის საქართველოში. სამხრეთით მას გრძელი ერთიანი აფსიდიანი ეგეტერი ეკვრის. ეკლესიას ერთი - საკურთხევლის - აფსიდი აქვს, რომელიც უბემოდ ერთვის ნავს. ეს უკანასკნელი კედლის სვეტებით და საბჯენი თაღებით სამ ნაკვეთად იყოფა. კედლის სვეტები სამსაფეხურიანია, საგრძნობლად შვერილი, ასე, რომ პლასტიკური დანაწევრება ფრიად თვალსაჩინოა. სივრცე თავისუფლად არის გაშლილი და მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელი სამია - სამხრეთუდან (ვეგეტერიდან), დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ეს შესასვლელი აფსიდის მიმდებარე თაღოვან არეშია, როგორც ეს ხშირად გვხვდება იმდროინდელ ერთნავიან ეკლესიაში); ინტერიერს ანათებს საკურთხევლის დიდი სარკმელი, დასავლეთის ერთი, ძალიან მაღლა მდებარე სარკმელი, სიგრძივ კედლების სარკმელები.

შენობა კედელ-კამარიანად დგას. შიგნით კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახით არის მოღწეული, გადაკეთების გარეშე. სუფთად დათლილი კვადრების წესიერი წყობა მაღალ ტექნიკურ დონეზე დგას. მთავარი, რაც ტაძრის შიგნით ყურადღებას იპყრობს, საკურთხევლის აფსიდის დამუშავებაა. აქ ერთიმეორის მიყოლებით ცხრა ნახევარწრიული თაღოვანი ნიშაა, ისე როგორც ხახულისა და სვეტიცხოვლის ტაძრებში. შუა მათგანი, სარკმლის ქვეშ, დაბალია, მოურთავი, დანარჩენი რვა - მაღალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული მარტივი პროფილით და იმპოსტებით. ასეთი ნიშები მღვდელმსახურთა დასაჯდომად კეთდებოდა საეპისკოპოსო ტაძრებში (იქაც ძალიან იშვიათად), აქ კი მათი არსებობა მოულოდნელია.

Agara1.jpg

კედლებს აქა-იქ შერჩენიათ ძველი მხატვრობის კვალი. ეტყობა, მთელი ეკლესია მოხატული ყოფილა.

გარედან ეკლესია ნაწილობრივ დაზიანებულია. სამხრეთი მინაშენი ნანგრევებადაა ქცეული, დასავლეთი კედელი ხელახლაა აწყობილი, მისი სარკმელისა და შესასვლელის მორთულობა მკვეთრად განსხვავდება სამხრეთ და აღმოსავლეთ სარკმელთა მორთულობისაგან. გადაკეთების კვალი ეტყობა აღმოსავლეთ ფასადსაც. ადვილი შესამჩნევია, რომ წარწერიანი და ქანდაკებიანი ქვა რომელიღაც სხვა შენობიდანაა აქ გადმოტანილი. წარწერაც ეკლესიის აშენების ამბავს კი არ გვაუწყებს, არამედ სტოას აშენებისას.

აღმოსავლეთი ფასადი

ყველაზე საინტერესოა აღმოსავლეთი ფასადი, შუაში მოთავსებული ერთადერთი, მოჩუქურთმებულ საპირეში ჩასმული სარკმლით. ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, იპყრობს ორი სამკუთხა ნიშა ფასადის კიდეებში. მათი არსებობაც, ისევე როგორც აფსიდის შიგნითა ნიშებისა, აქ - უგუმბათო, ერთნავიანი და უპასტოფორიო ეკლესიის ფასადზე - უჩვეულოა, მაგრამ ერთადერთი ამგვარი შემთხვევა არ არის (იხ. ჯალა, ხახულის მცირე ეკლესია, წეროვანის ეკლესია ქართლში. უფრო გვიან, XIII საუკუნეში - გუდარესი). აგარის ნიშები იმით გამოირჩევა, რომ ძალიან ღრმაა, წვეტიანი სამკუთხედის გეგმა აქვს და განსაკუთრებულ როლს თამაშობს ფასადის კომპოზიციაში.

ფასადის პერანგიც (გადაუკეთებელ ნაწილებში) ოსტატურადაა აწყობილი. დეკორაციული თაღები არ არის გამოყენებული. სარკმლის საპირეები ქვემოდან შეუკრავია (ე. ი. ჰორიზონტალური მონაკვეთი არა აქვთ), მათი ორნამენტაციაც ჯერ კიდევ ადრეულ საფეხურზე დგას, მოტივები შედგება ერთმანეთთან გადაუბმელი ერთნაირი ელემენტების, მწკრივისაგან. აღმოსავლეთ საპირეში ლენტებით გამოყვანილი ელემენტი მსხლისებრი მოხაზულობისაა, შუაგულში ჩასმული პატარა ვარდულებით, ხოლო ჩარჩოდ უბრალო ორლენტოვანი წნულია; სამხრეთ სარკმლის მოჩარჩოებაში ჩნდება წვრილი ორმაგი გრეხილი ან ერთმანეთს გადანასკვული წრეების არშია. კვეთი ძალიან მცირე სიღრმისაა, ფონი - დაუტვირთავი.

ხსენებული რელიეფი (სარკმლის თავზე) გამოხატავს კაცს, რომელიც ერთნავიანი ეკლესიის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომ ქრისტეს. რელიეფი სრულიად არ ებმის სარკმლის საპირის მორთულობას.

ბიბლიოგრაფია
  1. აგარის მონასტერი //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.41-42. ცნობები ძეგლის შესახებ. 2.აგარის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.1-თბ.,1975.-გვ.5
  2. მოკლე ცნობები მონასტრის ხუროთმოძღვრების შესახებ.
  3. ბერიძე ვ. სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები.-თბ.,1970.-გვ.37-40. აღწერილია აგარის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობები: მთავარი ერთნავიანი ტაძარი (X-XI სს.), სამრეკლო, სატრაპეზო (XI ს.).
  4. აგარის მონასტრის „ტრაპეზი“ //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.-1974.-გვ.166. თურქეთის საზღვართან მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტრაპეზისა და მისის წარწერის შესახებ ტექსტს ახლავს ტრაპეზის ნახატი, სიგრXძივი განაკვთი (ანაზომი ა.კალაშნიკოვისა).
  5. ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში.-თბ.-1992.-გვ.106-113. აღწერილია კომპლექსის სხვადასხვა ნაგებობები, მათზე შემორჩენილი ჩუქურთმებიანი ქვები და წარწერები.
  6. მარსაგიშვილი გ. აგარის მონასტრის უძველესი ეკლესია //ძეგლის მეგობარი.-1982.-N60.-გვ.13-20. პატარა ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  7. ციციშვილი ი. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1955.-გვ.73-74. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე აგებული აგარის მონასტრის სატრაპეზოს ხუროთმოძღვრული დახასიათება.
  8. Беридзе В. Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры.-Тб.,1981.-с.135-136.-с илл. Объектом описания служит монастырский комплекс в исторической Агара провинции Самцхе(ныне Ахалцихский р-он), состоящий из остатков многочисленных строении: церквей, колокольни, трапезной,часовен, жилых помещении, построенный Джакели Бешкеном и Мурваном. Наиболее значительное сооружение комплекса церковь с единственной абсидой, предположительно, X в. Восстановлена примерно XIV-XV вв. Имеется план церкви.
  9. Беридзе В. Трапезная Агарского монастыря // Сообщения Академии Наук Грузинской ССР.т.VIII.-1947.-N1-2.-с.104-108. Автор статьи исследует отдельные постройки Агарского монастыря, в частности его трапезную(XI-XII вв.) одной из немногочислеенныых образцов сохранившихся до наших дней.
  10. Джанбурия Г. и др. Вардзиа:Путмводитель.-1957.-с.34-35.-с илл. Краткое описание Агарского монастыря, построенного в X-XI вв. В его состав входят: главная церковь вв.-одна из самых больших однонефных церквей Грузии, сильно разрушенная колокольня, трапезная с падписью XI-XII вв. и развалин нескольких церквей.
  11. Марсагишвили Г. Главная церковь Агарского монастыря //IV Международный симпозиум по грузинскому искусству.-Тб.-1983.-12 с. // Марсагишвили Г. Древнейшая церковь Агарского монастыря //ძეგლის მეგობარი.-1982.-№60.-с.85. В докладе содержится характеристика внутреннего пространства, облицовки и общего облика большой зальной церкви зодчества X в. Имеется план большой церкви.
  12. Материалы Архитектуры Кавказа.Вып.VII.-М.,1898.-с.66-68.-с рис. Монастырь построен из тесанного камня, вокруг окон- резьба, Внутри храма сохранилась живопись.
  13. Чубинашвили Н. Цероани. Храмы сводчатой архитектуры с конструкивно-декоративными нишами на восточном фасаде.-Тб.,1976.-83 с.-с табл. Предметом описания - большая зальная церковь с нишами на восточном фасаде. В комплнксе входят также трапезная, зальная церковь - молельня с пятигранной выступающей обсидой и входом с севера, четыре другие небольшие зальные церкви - молельни, монастырские хозяйственные и жилые постройкии, другие сооружения. Имеются генеральный план монастыря и иллюстрации с изображением отельных деталей главной церкви.
  14. აგარის მონასტერი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები.-თბ.,2012.-გვ.131. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
  15. აგარის ნამონასტრალი //ხარაძე კ. სამცხის ბუნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები.-თბილისი.,2016.-გვ.74-75.

წყარო

  • ვ. ბერიძე, სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 1970, გვ. 37-40;
  • ვ. ბერიძე, აგარის მონასტრის ტრაპეზი, სმამ, ტ. VIII, №1-2, 1947, გვ. 97-104;
  • H. Чубинашвили, Церовани, Tб., 1976, გე. 46=49; P. Mapcaгишвили, Главная церковь Arapcxიrი монастыря, совместная научная конференция посвященная вопросам армянского и грузинского искусства, Тезисы докладов, Tნ., 1979, გვ. 36; გ.
  • მარსაგიშვილი, აგარის მონასტრის სამრეკლო, მაცნე, ისტორიის სერია,№1, 1979, გვ. 134-149.
  • ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია / ვახტანგ ბერიძე; რედ. დიმიტრი თუმანიშვილი; საქ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინ., გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი. - თბილისი: გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი, 2014.
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები