კურო-პოხილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კურო-პოხილი''' (''გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პ...) |
15:39, 18 აპრილი 2018-ის ვერსია
კურო-პოხილი (გარემომადგეს მე ზუარაკებ მრავალ და კუროთა პოხილთა მომიცვეს მე. ფსალ. 21,11) - „კურო“ ნიშნავს გამოუყვერავ (დაუკოდავ) ხარს, ხოლო „პოხილი“ მსუქანს, ჩაფსკვნილს. ე.ი. „კურო-პოხილი“ ნიშნავს „გამოუყვერავ ნასუქალ ხარს“. სიმბოლურად კი დავით მეფე ამ ტერმინში გულისხმობს იესო ქრისტეს და მისი მიმდევრების, ანუ წმიდა ეკლესიის მტრებს; ასევე თავად პირად მტრებსაც, ვინაიდან თავადაც ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი და ჭეშმარიტი სჯულის აღმსარებელია.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე); 2004.