ორიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 7: ხაზი 7:
 
და ზღვის ნაპირთან მიაგდო. შეიწყალა პოსეიდონმა თავისი ვაჟი და ზღვის ზვირთებზე სიარულის უნარი უბოძა. ორიონმა
 
და ზღვის ნაპირთან მიაგდო. შეიწყალა პოსეიდონმა თავისი ვაჟი და ზღვის ზვირთებზე სიარულის უნარი უბოძა. ორიონმა
 
ზღვა გადაიარა და [[ჰელიოსი]]ს სამფლობელოში აღმოჩნდა. იქ მზის ღვთაების სხივთა ძალამ მას მხედველობა დაუბრუნა.
 
ზღვა გადაიარა და [[ჰელიოსი]]ს სამფლობელოში აღმოჩნდა. იქ მზის ღვთაების სხივთა ძალამ მას მხედველობა დაუბრუნა.
მაგრამ ახალი უბედურება ელოდა ორიონს: იგი ნადირობის ქალღმერთმა, [[არტემისი|არტემისმა]], ისე შეიყვარა, რომ მასზე დაქორწინებაც კი განიზრახა. შეშინდა [[აპოლონი]] და დის სიწმინდე რომ დაეცვა, ორიონს მოსაკლავად [[გეა]]ს ვეებერთელა მორიელი მიუგზავნა. მონადირე ჭაბუკი მედგრად დაუხვდა შემზარავ ურჩხულს, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდა, ზღვად გადაეშვა. დელოსისაკენ გაცურა. წყლის ზემოთ მარტო თავი უჩანდა. აპოლონმა არტემისის მოტყუება სცადა, უთხრა, რომ [[ორტიგია]]ს უახლოვდებოდა ის არამზადა, მისი [[ქურუმები|ქურუმი]] რომ შეაცდინა. მშვილდი მოზიდა არტემისმა და ორიონი ერთი ისრით განგმირა. როდესაც ზღვის ტალღებმა მონადირის ვეება სხეული ნაპირზე გამორიყეს, დაღონდა არტემისი.
+
მაგრამ ახალი [[უბედურება]] ელოდა ორიონს: იგი ნადირობის ქალღმერთმა, [[არტემისი|არტემისმა]], ისე შეიყვარა, რომ მასზე დაქორწინებაც კი განიზრახა. შეშინდა [[აპოლონი]] და დის სიწმინდე რომ დაეცვა, ორიონს მოსაკლავად [[გეა]]ს ვეებერთელა მორიელი მიუგზავნა. მონადირე ჭაბუკი მედგრად დაუხვდა შემზარავ ურჩხულს, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდა, ზღვად გადაეშვა. დელოსისაკენ გაცურა. წყლის ზემოთ მარტო თავი უჩანდა. აპოლონმა არტემისის მოტყუება სცადა, უთხრა, რომ [[ორტიგია]]ს უახლოვდებოდა ის არამზადა, მისი [[ქურუმები|ქურუმი]] რომ შეაცდინა. მშვილდი მოზიდა არტემისმა და ორიონი ერთი ისრით განგმირა. როდესაც ზღვის ტალღებმა მონადირის ვეება სხეული ნაპირზე გამორიყეს, დაღონდა არტემისი.
 
მკურნალობის ღმერთს, [[ასკლეპიოსი|ასკლეპიოსს]] სთხოვა მისი გაცოცხლება. ასკლეპიოსმა სურვილი კი აღუსრულა დიდებულ
 
მკურნალობის ღმერთს, [[ასკლეპიოსი|ასკლეპიოსს]] სთხოვა მისი გაცოცხლება. ასკლეპიოსმა სურვილი კი აღუსრულა დიდებულ
 
ქალღმერთს, მაგრამ სამყაროსეული წესრიგის მფარველმა [[ზევსი|ზევსმა]] მკურნალიცა და ორიონიც ერთად დაფერფლა.
 
ქალღმერთს, მაგრამ სამყაროსეული წესრიგის მფარველმა [[ზევსი|ზევსმა]] მკურნალიცა და ორიონიც ერთად დაფერფლა.

13:22, 6 მარტი 2018-ის ვერსია

ორიონი(ბერძნ.) ბეოტიელი გოლიათი. პოსეიდონისა და მინოსის ასულის, ევრიალეს ვაჟი. მონადირე, რომელსაც ჰყავდა საოცარი ფეხმარდი ძაღლი.

ახოვანსა და სახიერ ორიონს ქიოსის მეფის, ოინოპიონის ასული მეროპე შეუყვარდა. როდესაც მისი ხელი სთხოვა, მეფე დათანხმდა ერთი პირობით: სახელოვან მონადირეს მისი კუნძული მძვინვარე ნადირთაგან უნდა გაეწმინდა. როდესაც ორიონმა დავალება აღასრულა, მეფემ პირი გატეხა და სასიძოს უარი უთხრა ქალის მიცემაზე. დაღონდა ორიონი, საშინლად დათვრა, მეროპეს საძინებელი შეამტვრია და საყვარელი ქალწულის სარეცელი გაიზიარა. ოინოპიონი განრისხდა, დიონისეს სთხოვა, კიდევ უფრო დაეთრო ვაჟი. ღმერთმა სურვილი აღუსრულა. ღვინისგან გონებადაკარგულ ორიონს მეფემ თვალები დასთხარა და ზღვის ნაპირთან მიაგდო. შეიწყალა პოსეიდონმა თავისი ვაჟი და ზღვის ზვირთებზე სიარულის უნარი უბოძა. ორიონმა ზღვა გადაიარა და ჰელიოსის სამფლობელოში აღმოჩნდა. იქ მზის ღვთაების სხივთა ძალამ მას მხედველობა დაუბრუნა. მაგრამ ახალი უბედურება ელოდა ორიონს: იგი ნადირობის ქალღმერთმა, არტემისმა, ისე შეიყვარა, რომ მასზე დაქორწინებაც კი განიზრახა. შეშინდა აპოლონი და დის სიწმინდე რომ დაეცვა, ორიონს მოსაკლავად გეას ვეებერთელა მორიელი მიუგზავნა. მონადირე ჭაბუკი მედგრად დაუხვდა შემზარავ ურჩხულს, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გახდა, ზღვად გადაეშვა. დელოსისაკენ გაცურა. წყლის ზემოთ მარტო თავი უჩანდა. აპოლონმა არტემისის მოტყუება სცადა, უთხრა, რომ ორტიგიას უახლოვდებოდა ის არამზადა, მისი ქურუმი რომ შეაცდინა. მშვილდი მოზიდა არტემისმა და ორიონი ერთი ისრით განგმირა. როდესაც ზღვის ტალღებმა მონადირის ვეება სხეული ნაპირზე გამორიყეს, დაღონდა არტემისი. მკურნალობის ღმერთს, ასკლეპიოსს სთხოვა მისი გაცოცხლება. ასკლეპიოსმა სურვილი კი აღუსრულა დიდებულ ქალღმერთს, მაგრამ სამყაროსეული წესრიგის მფარველმა ზევსმა მკურნალიცა და ორიონიც ერთად დაფერფლა. თავისი სატრფო არტემისმა თანავარსკვლავედად გარდასახა და პლეიადების მახლობლად მოათავსა.

ბერძნებს სჯეროდათ, რომ ღამეული ცის კაბადონზე ხედავდნენ ლომის ტყავით შემოსილ მონადირეს, რომელსაც გვერდით ერთგული ძაღლი, სირიოსი მისდევდა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები