ძალები და საშუალებები (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ძალები და საშუალებები''' – ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაე...) |
16:57, 13 თებერვალი 2018-ის ვერსია
ძალები და საშუალებები – ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების და გაერთიანებების პირადი შემადგენლობა და სამხედრო ტექნიკა, რომელიც განკუთვნილია საბრძოლო მოქმედებების წარმოებისა და უზრუნველყოფისათვის. ამ მნიშვნელობით იხმარება აგრეთვე ტერმინი „ძალები“ (მაგალითად გადასხმის ძალები). სხვადასხვა გაანგარიშების (ძალები და საშუალებების თანაფარდობის) წარმოებისას ცალ ცალკე განიხილავენ ძალებს (ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების რაოდენობას) და საშუალებებს (შეიარაღების – ქვემეხების, ტანკების, თვითმფრინავების, გამშვები დანადგარების, საბრძოლო მასალების რაოდენობას და სხვა).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017