დაფარვის ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დაფარვის ძალები''' :1. საჯარისო გაერთიანება, რომელიც მოქმედე...)
 
(წყარო)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
[[კატეგორია:სამხედრო შენაერთები]]
+
[[კატეგორია:სამხედრო ნაწილები]]

15:17, 18 იანვარი 2018-ის ვერსია

დაფარვის ძალები

1. საჯარისო გაერთიანება, რომელიც მოქმედებს ძირითადი დაჯგუფებისგან განცალკევებით. მისი მიზანია დასაფარავ დაჯგუფებაზე თავდასხმის თავიდან აცილება, მოწინააღმდეგესთან შეხებაში შესვლა, საბრძოლო მოქმედებების წარმოება, შეკავება, მოწინააღმდეგის დეზორგანიზაცია და დაბნევა.
2. ნაწილები ან გამოყოფილი ქვედანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ შედარებით მსხვილი დაჯგუფებების დაცვას. ხორციელდება თვალთვალის, დაზვერვის, შეტევითი ან თავდაცვითი მოქმედებების გზით, ან ყველა ამ სახეობის შერწყმით.
3. ხომალდების შენაერთი (ჯგუფი, რაზმი), რომლის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდების თავდასხმისაგან დაიფაროს ფლოტის ძალების დაჯგუფება (შენაერთი), რომელიც დიდმნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს საბრძოლო მოქმედების პროცესში.

დაფარვის ძალები შეიძლება გამოიყოს ბადრაგის, სადესანტო რაზმების ზღვით გადასვლის უზრუნველსაყოფად და სხვა მიზნებისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები