საექსპედიციო ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
 
   
 
   
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
[[კატეგორია:საექსპედიცოპ ჯარები]]
+
[[კატეგორია:საექსპედიციო ჯარები]]

13:03, 17 იანვარი 2018-ის ვერსია

რუსული არმიის საექსპედიციო კორპუსი საფრანგეთში 1916 წელი

საექსპედიციო ჯარები (ძალები, არმია) - სახელმწიფოს (სახელმწიფოების კოალიციის) შეიარაღებული ძალების ნაწილი, რომელიც გადასროლილია, ჩვეულებრივ, საზღვაო (საჰაერო) ტრანსპორტით მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი რაიონის დასაუფლებლად, მოკავშირე ჯარების ხელშეწყობის ან სხვა სამხედრო-პოლიტიკური ამოცანების შესრულების მიზნით. საექსპედიციო ჯარების გამოყენების მაგალითია აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტების გადასხმა და მოქმედება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში I და II მსოფლიო ომების დროს.

საექსპედიციო ჯარებს იყენებდნენ საფრანგეთი და აშშ – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (1946–75), აშშ – კორეაში (1950–53). საექსპედიციო ჯარების I ეშელონს, ჩვეულებრივ, შეადგენენ საზღვაო ქვეითი ჯარი და აერომობილური (საჰაერო-სადესანტო, საჰაერო-მოიერიშე) ჯარები. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში იქმნება საექსპედიციო დივიზიები, ბრიგადები და ბატალიონები, რომლებიც მოიცავენ საზღვაო ქვეითი ჯარის, ავიაციის, უზრუნველყოფის და გაძლიერების ფორმირებებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები