დაქირავებული არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დაქირავებული არმია''' - პროფესიონალ მეომართა ჯარები, რომლებ...)
 
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:არმია]]
 
[[კატეგორია:არმია]]
 +
[[კატეგორია:საჯარისო ფორმირებები]]

16:01, 16 იანვარი 2018-ის ვერსია

დაქირავებული არმია - პროფესიონალ მეომართა ჯარები, რომლებსაც სახელმწიფოები, ქალაქები და ცალკეული ფეოდალები სამხედრო სამსახურისთვის ქირაობდნენ.

დაქირავებული არმია გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულში (ძველ ეგვიპტეში), კომპლექტდებოდა ძირითადად დაქირავებული უცხოელებით. XV საუკუნის ბოლოდან ასეთი დაქირავებული არმიები სახელმწიფოების ძირითად სამხედრო ძალად იქცა.

XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ ევროპა გადავიდა ეროვნულ დაქირავებული არმიებზე, რომლებიც კომპლექტდებოდა თავისი ქვეყნის მოქალაქეებით და მთლიანად იყო დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებაზე. XVIII-XIX საუკუნეების დამლევს დაქირავებული არმიები შეცვალა რეგულარულმა არმიებმა, რომლებიც კომპლექტდებოდა სამხედრო ბეგარის საფუძველზე. XX საუკუნის მეორე ნახევარში მთელ რიგ სახელმწიფოებში რეგულარული არმიების დაკომპლექტება დაიწყო კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში არსებობდა დაკომპლექტების შერეული (სამხედრო ბეგარა და კონტრაქტი) პრინციპი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები