ქიოლე-ანასი ქემისხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ქიოლე-ანასი ქემისხანი“ გადაიტანა გვერდზე „[[ქჲოლე-ანასი ქემისხან...)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ქჲოლე-ანასი ქემისხანი“ გადაიტანა გვერდზე „[[ქიოლე-ანასი ქემისხან...)

17:32, 6 ნოემბერი 2017-ის ვერსია

ქჲოლე-ანასი ქემისხან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Кёлле-Анасы Кемисхан – „ტბების დედა ქემისხანი“) – ტბათა მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. პურეულის მფარველი სიინუხისა და მესაქონლეობის მფარველების – აიმუშის, ზიიყუნის, სიიმუშისა და მოგულას (მაგულას) დედა. ტბაში დამხრჩვალის გვამის ძიებისას სწირავდნენ ცხვრის პირველ სამ ნეკნს და შემდეგი ლოცვით მიმართავდნენ:

ტბების დედა ქემისხანო, წყალში ჩასულის დამხრჩობო, მოხუცი ჩოქას მაწყევარო, თეთრი მარუას (სიკვდილის სული – ნ. ა.) გამძღომო, ჩვენი მსხვერპლით უძღებო, მოგვეცი წყალი, გეთაყვა, სამსხვერპლო ნეკნებს შეხედე, გეთაყვა, დამხრჩვალს ხელი შეავლე, გეთაყვა, ბალდახინისკენ გაუშვი, გეთაყვა, მკვდართა საუფლოში შედი, გეთაყვა. შენი ძალა ჩვენთვის შეუცნობია, რაც უნდა ქნა, ქენი, გეხვეწები.

მონადირეებს სწამდათ, რომ ქემისხანის ცეკვა გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს დასარწყულებლად იზიდავდა. ამიტომაც ისინი სანადირო მახეებს ტბასთან ახლოს აგებდნენ. მათივე აზრით, ქემისხანი ბაქსანის ხეობაში არსებულ ბაშქარას ტბაში ცხოვრობდა.

ლიტერატურა

  • Кудаев М. Язык охотника // Приложение к журналу «Минги Тау». Нальчик, 2010, № 7;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.

წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები