სხურთუქლარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სხურთუქლარი“ გადაიტანა გვერდზე „უსხურთუქლარი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „უსხურთუქლარი“ გადაიტანა გვერდზე „სხურთუქლარი“ გადამისამართებ...) |
17:23, 6 ნოემბერი 2017-ის ვერსია
სხურთუქლარ-ი / უსხურთუქლარ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Схуртуклар / Усхуртуклар – სხურთუქები) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის ოთხი გვარიდან ერთ-ერთი, რომლის დამაარსებლია სხურთუქი, ნართი ჲორჲუზმექის მამა. ამ გვარს განეკუთვნებიან ჲორჲუზმექის შვილობილი სოსურუყი, ღვიძლი ვაჟები – სიბილჩი და ბჲურჩე, ქალიშვილი – აგუნდა. ხაზნარის ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ძლევამოსილი სხურთუქები და ალიქები ერთმანეთს მტრობენ. ეპოსს მათი ბრძოლის მოტივი წითელ ზოლად გასდევს. ჟ. დჲუმეზილი სხურთუქლარების ოს თანამოძმეებად ახსართაგათებს მიიჩნევს.
ლიტერატურა
- Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1970;
- Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 201;
- Джуртубаев М. Ч. Происхождение Нартского эпоса. Нальчик, 2013.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017