ბასიანის ბრძოლა 1203
(ახალი გვერდი: '''ბასიანის ბრძოლა 1203''' - ქართული ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკებ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ბასიანის ბრძოლა 1203''' - ქართული ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკებთან ბასიანის ველზე, ქ. არზრუმიდან ჩრდილო-ღმოსავლეთით. რუმის სულთანმა რუქნადინ სულეიმანშაჰ II-მ (1196-1204), რომელიც შეშფოთებული იყო [[ქართველები|ქართველთა]] გაძლიერებით, გადაწყვიტა [[საქართველო|საქართველოზე]] გამოლაშქრება. მრავალრიცხოვანი ჯარით, რომლის რაოდენობას „[[ქართლის ცხოვრება]]” 400 ათ. მეომრით განსაზღვრავს, (რაც საგრძნობლად გადაჭარბებული უნდა იყოს). | + | '''ბასიანის ბრძოლა 1203''' - ქართული ლაშქრის [[ბრძოლა]] თურქ-სელჩუკებთან ბასიანის ველზე, ქ. არზრუმიდან ჩრდილო-ღმოსავლეთით. რუმის სულთანმა რუქნადინ სულეიმანშაჰ II-მ (1196-1204), რომელიც შეშფოთებული იყო [[ქართველები|ქართველთა]] გაძლიერებით, გადაწყვიტა [[საქართველო|საქართველოზე]] გამოლაშქრება. მრავალრიცხოვანი ჯარით, რომლის რაოდენობას „[[ქართლის ცხოვრება]]” 400 ათ. მეომრით განსაზღვრავს, (რაც საგრძნობლად გადაჭარბებული უნდა იყოს). |
რუქნადინი ბასიანში დაბანაკდა და მეფე თამართან მოციქული აფრინა შეურცხმყოფელი წერილითა და დამორჩილების მოთხოვნით. საქართველოს სამეფო კარმა მოლაპარაკებები გააჭიანურა, რათა დრო მოეგო ლაშქრის შესაკრებად. ქართველებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და 27 ივნისს დავით სოსლანის სარდლობით მოულოდნელად დაესხნენ მტრის ბანაკს. | რუქნადინი ბასიანში დაბანაკდა და მეფე თამართან მოციქული აფრინა შეურცხმყოფელი წერილითა და დამორჩილების მოთხოვნით. საქართველოს სამეფო კარმა მოლაპარაკებები გააჭიანურა, რათა დრო მოეგო ლაშქრის შესაკრებად. ქართველებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და 27 ივნისს დავით სოსლანის სარდლობით მოულოდნელად დაესხნენ მტრის ბანაკს. |
16:05, 26 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ბასიანის ბრძოლა 1203 - ქართული ლაშქრის ბრძოლა თურქ-სელჩუკებთან ბასიანის ველზე, ქ. არზრუმიდან ჩრდილო-ღმოსავლეთით. რუმის სულთანმა რუქნადინ სულეიმანშაჰ II-მ (1196-1204), რომელიც შეშფოთებული იყო ქართველთა გაძლიერებით, გადაწყვიტა საქართველოზე გამოლაშქრება. მრავალრიცხოვანი ჯარით, რომლის რაოდენობას „ქართლის ცხოვრება” 400 ათ. მეომრით განსაზღვრავს, (რაც საგრძნობლად გადაჭარბებული უნდა იყოს).
რუქნადინი ბასიანში დაბანაკდა და მეფე თამართან მოციქული აფრინა შეურცხმყოფელი წერილითა და დამორჩილების მოთხოვნით. საქართველოს სამეფო კარმა მოლაპარაკებები გააჭიანურა, რათა დრო მოეგო ლაშქრის შესაკრებად. ქართველებმა ხელთ იგდეს ინიციატივა და 27 ივნისს დავით სოსლანის სარდლობით მოულოდნელად დაესხნენ მტრის ბანაკს.
ქართული საბრძოლო წყობა სამი ელემენტისგან შედგებოდა: ავანგარდში სამხრეთ საქართველოს საერისთავოთა მხედრობა იდგა – მესხები, თორელები, სომხითარები (ქვემო ქართლელები) და სხვა, მარჯვენა ფრთაზე –„აფხაზნი და იმერნი”, მარცხენა ფრთაზე – „ამერნი და ჰერ-კახნი”.
დავით სოსლანმა დროულად გამოიყენა ჯარების ასეთი განლაგება. თავდასხმებს მარჯვენა და მარცხენა მხრიდან რუქნადინი არ მოელოდა. სასტიკი ბრძოლა ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. ხელთ იგდეს დიდი ალაფი, სულთნის დროშა და უამრავი ტყვე. რუქნადინმა გაქცევით უშველა თავს.
ბასიანის ბრძოლამ განამტკიცა საქართველოს მაღალი ავტორიტეტი მთელ ახლო აღმოსავლეთში.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017