ფრინტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფრინტა '''ფრინტა''' – (Anemone fasciculate [L.] Ziman & fedor. Ziman & Fedor. = Anemone narcis...)
 
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ბაიასებრნი]]
 
[[კატეგორია:ბაიასებრნი]]
 +
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]

16:32, 5 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ფრინტა


ფრინტა – (Anemone fasciculate [L.] Ziman & fedor. Ziman & Fedor. = Anemone narcissiflora subsp. faciculata [L.]); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 15-20 სმ სიმაღლისა. ღერო სწორად მდგომია, ძირი ძველი ფოთლებისა და ყუნწების ნარჩენებითაა დაფარული. ფოთლები ზემოდან ძარღვების გაყოლებით ხშირბეწვიანია. ქვემოდან მთლიანად გაფანტული ბეწვით არის მოფენილი. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია. მოხაზულობით თირკმლისებურ-გულისებური, 5 ან 3 დიდი ზომის მჯდომარე სეგმენტად გაყოფილი. თითოეული სეგმენტი შუამდეა სამად გაყოფილი და მოგრძოკბილებიან 3 ნაწილადაა განკვეთილი. ყვავილები მარტივ ქოლგებადაა შეკრებილი. ყვავილსაფრის ფოთლები თეთრია, იშვიათად – ვარდისფერი ან მეწამული. ყვ. ნაყ. V-VIL გავრცელებულია მთელ მაღალმთიან კახეთში, აგრეთვე დანარჩენ საქართველოში. ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონზე სუბალპურ სარტყელში, პრაქტიკულად, ყველგან.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები