ბაიჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბაიჩა“ გადაიტანა გვერდზე „ბაჲჩა“)

12:04, 28 სექტემბერი 2017-ის ვერსია

ბაჲჩა (Байча)დემონური სული, აზმიჩის მსგავსი პერსონაჟი კავკასიის თურქულენოვანი ხალხების (ყარაჩელების, ბალყარელების, ყუმიკებისა და ნოღაელების) მითოლოგიაში. უცაბედად გამოჩენილი ბაჲჩა მარტოხელა მგზავრებს ნაცნობის ან ნათესავის ხმით ეძახის: თუ ეს ძახილი მკვეთრია, მგზავრს უბედურება ელოდება, თუ მშვიდი – წარმატება. აზმიჩისაგან განსხვავებით, ბაჲჩა ზოგჯერ ადამიანის დამხმარედაც გვევლინება. მისი სახელის ხსენებით ხდება უშვილობის გამომწვევი ავსულების განდევნა.

მომენტური მოქმედების დემონი ბაჲჩა წარმოადგენს ადამიანისათვის გაუგებარი ფსიქიკური მოვლენის (კოშმარის, მარტოობის შიშის, ინსტიქტური ზრახვების) სუსტად გაფორმებულ განსახიერებას.

თეონიმი „байча“ იშიფრება, როგორც „პატრონი, ღვთაება“ (ამოსავალია ძველთურქული бай – „პატრონი, განმგებელი, ღმერთი“; დამატებული აქვს კნინობითობის აფიქსი -ча).


ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, №1;
  • Шаманов И. М. Обряды, связанные с рождением и воспитанием ребенка // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები