იუდეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]]
 
[[კატეგორია:ებრაელთა ისტორია]]
 
[[კატეგორია:ახალი აღთქმის გეოგრაფიული ადგილები]]
 
[[კატეგორია:ახალი აღთქმის გეოგრაფიული ადგილები]]
 +
[[კატეგორია:ძველი აღთქმის გეოგრაფიული ადგილები]]

15:44, 11 აგვისტო 2017-ის ვერსია

იუდეველთა სამეფო ანუ იუდეა - ისრაელის სამეფოს დაშლის შედეგად წარმოშვობილი სახელმწიფო.

იაკობისა და ლიას ძე იუდა ისრაელის ყველაზე სახელგანთქმული ტომის პატრიარქი იყო. შემდეგ მისი სახელი დაერქვა პალესტინის სამხრეთ ნაწილს, რომელიც სოლომონის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთის სამეფოს, ანუ ისრაელისგან განცალკევებით ჩამოყალიბდა, როგორც იუდას სამეფო. ბაბილონიდან განდევნის შემდეგ ამ ტერიტორიას იუდეა დაერქვა. აქედან მომდინარეობს ტერმინები იუდაიზმი და იუდეველნი, ეკვივალენტური ტერმინებისა ებრაიზმი და ებრაელნი. იუდეოქრისტიანები (იუდეოქრისტიანობა) ებრაელობიდან პირველ მოქცეულთ ეწოდებოდათ.

იუდეველების სამეფო ადგილის სივრცით და მცხოვრებთა რიცხვით შესამჩნევად ნაკლები იყო ისრაელიანების სამეფოზე, მაგრამ ასზე მეტი წლით იმაზე დიდხანს არსებობდა. იუდეველების ყველა მეფე წარმოდგება დავითის ტომისაგან. ზოგი მათგანი იყო კერპთაყვანისმცემელი, ზოგი კეთილმსახური და ღმრთისმოშიში. კეთილმსახურებით გამოირჩეოდა მეფე იოსია, რომლის შემდგომ ფარაონმა დააყენა მეფედ იოსიას მეორე შვილი იეჰოიაკიმი. ის იყო უღმერთო მეფე და ამიტომ ღმერთმა დასაჯა იგი. ნაბუქოდონოსორმა 607 წ. ქრ. შობამდე აიღო იერუსალიმი და ბაბილონში გადაასახლა ათიათასი ხელოსანი და მშენებელი, 7000 მეომარი, 1000 მშვენიერი ვაჟკაცი. ეს იყო პირველი გადასახლება იუდეველებისა ბაბილონში და დასაწყისი 70 წლის ბაბილონის ტყვეობისა.

ბაბილონელებმა დაწვეს ტაძარი ღმრთისა, მეფის სასახლე და ყველა დიდი შენობა; იერუსალიმის კედლები დააქციეს; ყოველი სიმდიდრე ტაძრის, მეფისა და სხვების, წაიღეს ბაბილონში. მოსეს მოძრავი ტაძარი და აღთქმის კიდობანი, როგორც იუდეველების გადმოცემა ამბობს, დამალა იერემია წინასწარმეტყველმა ერთი მთის გამოქვაბულში (იხ. ბიბლია 2 მაკ.-2,4,5); მღვდელმთავარი და წარჩინებული პირნი დახოცეს. იუდეველების სამეფოს მცხოვრებნი გადაასახლეს ბაბილონში. იუდეაში დარჩა მხოლოდ რამდენიმე ღარიბი მიწის მუშაკი - მხვნელ-მთესველნი და მევენახეები.


წყარო

ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები