აპოთეოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რელიგია]] |
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] | [[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]] |
11:37, 8 აგვისტო 2017-ის ვერსია
აპოთეოსი – (ბერძნ.) („გაღმერთება“).
ძველად ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში არსებობდა მეფეთა გაღმერთების ტრადიცია. ამ ტრადიციის გავლენით ძველ საბერძნეთშიც დაიწყეს იმ ადამიანთა თაყვანისცემა, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღოდათ სახელმწიფოსა თუ ქალაქის წინაშე.
მითოლოგიაში ეს გამოვლინდა გმირთა გაკულტებით (მაგალითად, ჰერაკლეს აპოთეოსი). საიმპერატორო და ბიზანტიურ ეპოქებში დაიწყეს მეფეთა და იმპერატორთა გაღმერთება.
თანამედროვე მეტყველებაში აპოთეოსი აღნიშნავს ადამიანის ან მოვლენის განდიდებას, საქმის ან სპექტაკლის საზეიმოდ დასრულებას.