აშვინები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 9: ხაზი 9:
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
[[კატეგორია:რელიგია]]
 
 
[[კატეგორია:ინდური რელიგია]]
 
[[კატეგორია:ინდური რელიგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]

09:25, 10 ივლისი 2017-ის ვერსია

აშვინები(ინდ.) „ცხენის შობილნი“, ცხენად ქცეული წყვილის, ვივასვანტისა და სარანიას ძენი, დილისა და საღამოს ბინდის ღვთაებები და მკურნალნი, რომელთა დახმარებას ეშურებოდნენ დიდი ღმერთებიც კი.

ისინი შველიან უსუსურთ, სნეულებს და ხეიბრებს, სიჭაბუკეს უბრუნებენ მოხუცებს. ისინი ებრძვიან ღამის წყვდიადს, ამარცხებენ მას და ყველა ღმერთზე ადრე გამოჩნდებიან დილის ცარგვალზე, მარადჭაბუკნი და მშვენიერები, ფრთოსან ცხენებში შებმულ ეტლზე. ასპარეზობაში გამარჯვებით (ვინ უფრო ადრე მიიჭრებოდა მზესთან) მოიპოვეს მზიური ქალღმერთის სურიას ხელი და იგი მათ ეტლში გადაბრძანდა.

ინდრას არ უყვარდა აშვინები ადამიანებთან მათი სიახლოვის გამო, ამიტომაც სულ მუდამ ცდილობდა, არ მიეშვა ისინი სომასთან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები