ტანტალოსის ტანჯვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ტანტალოსის ტანჯვა''' –  (ბერძნ.) [[ტანტალოსი]].
+
'''ტანტალოსის ტანჯვა''' –  (ბერძნ.) ცრუ ფიცისათვის, ქურდობისათვის, ღმერთების გამოცდისათვის [[ტანტალოსი|ტანტალოსმა]] საშინელი სასჯელი დაიმსახურა – მისი სამეფო განადგურდა, ხოლო თავად, [[ჰადესი (ქვესკნელი)|ჰადესის]] ბნელ სამეფოში ჩაგდებული ითმენს მუდმივ სატანჯველს: მშიერ-მწყურვალი დღემდე გამჭვირვალე წყალში დგას. ტალღები ყელამდე სწვდებიან, მაგრამ საკმარისია, ოდნავ დაიხაროს წყურვილის მოსაკლავად, რომ წყალი ქრება, მხოლოდ ტალახი რჩება ფერხთა ქვეშ. თუ მოახერხებს და პეშვით აიღებს წყალს, უმალ თითებს შორის გაურბის.
 +
სველი ხელით თუ ტუჩს გაისველებს, წყურვილი უფრო უძლიერდება. ტანტალოსისკენ იხრებიან ტკბილი ნაყოფით დახუნძლული ვაშლის, ფინიკის, ზეთისხილის თუ ბროწეულის ხეთა რტოები, მაგრამ როგორც კი ხელს გაიწვდენს მათ მოსაწყვეტად, იმწამს ქარი ამოვარდება და ტოტები მაღლა იწევიან.
 +
 
 +
ამას ემატება ისიც, რომ მის თავს ზემოთ უზარმაზარი კლდე ირხევა, რომელიც წამდაუწუმ ჩამოვარდნითა და გასრესით ემუქრება ამ შიმშილით და წყურვილით გათანგულ მოკვდავს, რომელიც ოდესღაც ღმერთებთან ერთად შეექცეოდა [[ნექტარი|ნექტარსა]] და [[ამბროსია|ამბროსიას]].
  
  

მიმდინარე ცვლილება 18:04, 3 ივლისი 2017 მდგომარეობით

ტანტალოსის ტანჯვა – (ბერძნ.) ცრუ ფიცისათვის, ქურდობისათვის, ღმერთების გამოცდისათვის ტანტალოსმა საშინელი სასჯელი დაიმსახურა – მისი სამეფო განადგურდა, ხოლო თავად, ჰადესის ბნელ სამეფოში ჩაგდებული ითმენს მუდმივ სატანჯველს: მშიერ-მწყურვალი დღემდე გამჭვირვალე წყალში დგას. ტალღები ყელამდე სწვდებიან, მაგრამ საკმარისია, ოდნავ დაიხაროს წყურვილის მოსაკლავად, რომ წყალი ქრება, მხოლოდ ტალახი რჩება ფერხთა ქვეშ. თუ მოახერხებს და პეშვით აიღებს წყალს, უმალ თითებს შორის გაურბის. სველი ხელით თუ ტუჩს გაისველებს, წყურვილი უფრო უძლიერდება. ტანტალოსისკენ იხრებიან ტკბილი ნაყოფით დახუნძლული ვაშლის, ფინიკის, ზეთისხილის თუ ბროწეულის ხეთა რტოები, მაგრამ როგორც კი ხელს გაიწვდენს მათ მოსაწყვეტად, იმწამს ქარი ამოვარდება და ტოტები მაღლა იწევიან.

ამას ემატება ისიც, რომ მის თავს ზემოთ უზარმაზარი კლდე ირხევა, რომელიც წამდაუწუმ ჩამოვარდნითა და გასრესით ემუქრება ამ შიმშილით და წყურვილით გათანგულ მოკვდავს, რომელიც ოდესღაც ღმერთებთან ერთად შეექცეოდა ნექტარსა და ამბროსიას.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები