ენდიმიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 10:58, 29 ივნისი 2017 მდგომარეობით

დიანა და ენდიმიონი. ნ. პუსენი (დაახ. 1631 წ.), დეტროიტი, ხელოვნების ინსტიტუტი

ენდიმიონი(ბერძნ.) ულამაზესი ჭაბუკი, ეოლოსის ბადიში. ზევსმა, აღუსრულა რა სურვილი ეოლოსს, ენდიმიონი მარადიული ძილით მიაძინა, რითაც შეუნარჩუნა ახალგაზრდობა და სილამაზე სამარადჟამოდ. მთვარის ღვთაება სელენემ შეიყვარა ენდიმიონი. იგი ხშირად მიდიოდა ხოლმე მასთან, რათა დამტკბარიყო მისი მშვენებით და ეამბორა.

ერთ-ერთი მითოსის თანახმად, ენდიმიონს ჰერა შეუყვარდა და ამის გამო დასაჯა ზევსმა მარადიული ძილით.

ანტიკურ ხანაშივე იქცა ფრთიან გამოთქმად „ენდიმიონის ძილი“, რაც ღრმა ძილს აღნიშნავს. მძინარე ენდიმიონის სახეს ხშირად წარმოსახავდნენ ხელოვნებაში. გადატანითი მნიშვნელობით ენდიმიონს ულამაზეს კაცზე იტყვიან.






[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები