კასტალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ნიმფები]]
 
[[კატეგორია:ნიმფები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 10:08, 27 ივნისი 2017 მდგომარეობით

კასტალია(ბერძნ.) ნიმფა, ზღვის ღმერთის, აქელოოსის ქალიშვილი. აპოლონმა თვალი მოჰკრა თუ არა პარნასოსზე მოსეირნე კასტალიას, მოიხიბლა მისი მშვენებით და დაედევნა. თავი რომ დაეღწია მისი ალერსისგან, ნიმფამ იქვე მდინარ ნაკადულში სცადა მიმალვა: იგი წყაროდ გარდაისახა, ხოლო ამ წყაროს მისი სახელი ეწოდა. მას შემდეგ კასტალია აპოლონისა და მუზების წმინდა წყაროა. დელფოს ორაკულთან მისული მომლოცველები პირველად მის წყალში განიბანებოდნენ ხოლმე.

ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული კასტალია პოეზიის სიმბოლოდ იქცა. გადატანითი მნიშვნელობით კი დღეს იგი შთაგონების წყაროდ მოიაზრება.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები