ვოლტა ალესანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალესანდრო ვოლტა“ გადაიტანა გვერდზე „ვოლტა ალესანდრო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვოლტა ალესანდრო“ გადაიტანა გვერდზე „ალესანდრო ვოლტა“ გადამის...)

23:29, 21 დეკემბერი 2024-ის ვერსია

ალესანდრო ვოლტა

ალესანდრო ვოლტა – (იტალ. Alessandro Giuseppe Antonio Anastasio Volta, 1745-1827 წ.), იტალიელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი.

დიდი იტალიელი მეცნიერი ალესანდრო ვოლტა დაიბადა 1745 წ. იგი ოცი წლის ასაკში გიმნაზიაში ფიზიკას ასწავლიდა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ. 1770 წელს პავიის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.

ვოლტა იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, ვინც ელექტროდენი აღმოაჩინა და გამოიკვლია. „ცხოველთა ელექტრობაზე“ ექიმ ლუიჯი გალვანის დაკვირვებათა გავლენით მან დაიწყო „ელექტრული ცირკულაციის“ გამოკვლევები. ამ ექსპერიმენტების შედეგად დაასკვნა, რომ ელექტრული დენის დინების პირობას წრედში ჩართული ორი პირველი გვარის (ლითონი) და ერთი მეორე გვარის (ელექტროლიტი) გამტარი წარმოადგენს. ემყარებოდა რა ამას, 1800 წელს გამოიგონა ეგრეთწოდებული ვოლტას სვეტი – პირველი ხანგრძლივი მუდმივი დენის წყარო.

ბატარეამ ვოლტას ძლიერ ელექტრულ დენზე ექსპერიმენტების შესაძლებლობა მისცა. ამას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარგში გამოკვლევათა შემდგომი განვითარებისათვის.

ვოლტას ორი ათასი ელემენტისაგან ინგლისელმა მეცნიერმა დევიმ შექმნა ნახშირის რკალი, რომელიც გახდა ელექტროსინათლის პირველი წყარო. რამდენიმე წლის შემდეგ მკვლევრებმა უფრო სრულყოფილი ელემენტების შექმნა დაიწყეს რომლებიც ახლაც გამოიყენება. ვოლტას სვეტისაგან ისინი განსხვავდებიან როგორც დენის ძალის შეფარდებით, მოქმედების ხანგრძლივობით, ასევე მოხმარების მოხერხებითაც.

ალესანდრო ვოლტამ გამოიკვლია აგრეთვე ელექტრული მუხტების წარმოქმნა ორი მეტალის შეხებისას. ეს ექსპერიმენტი თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მისი დემონსტრირება მეფეთა სასახლეებში ხდებოდა. გარდა თერმოელექტრული ბატარეისა ვოლტამ შექმნა აგრეთვე ელექტროფორი, ელექტრომეტრი, კონდენსატორი და აუდიომეტრი.

ვოლტას მიღწევებმა საერთო ენთუზიაზმი გამოიწვია. ფიზიკოსები იმეორებდნენ და აუმჯობესებდნენ მის ცდებს. მაგალითად, დიდმა ფრანგმა ფიზიკოსმა არაგომ თქვა, რომ მისი აზრით ვოლტას სვეტი არის „ყველაზე სასწაულებრივი მოწყობილობა, რომელიც კი შექმნილია ადამიანის ჭკუით.“

ვოლტას ცხოვრებამ ბედნიერად და უშფოთველად ჩაიარა. ბედმა დაასაჩუქრა სახელით და დიდებით, გაათავისუფლა მატერიალური საზრუნავისაგან.

ვოლტა გარდაიცვალა 1827 წ. 5 მარტს კომოში, სადაც დაიბადა და ახალგაზრდობის წლები გაატარა.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები