საკონსულო დაწესებულება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''საკონსულო დაწესებულება''' – საგარეო ურთიერთობების მუდმივი ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საკონსულო დაწესებულება''' – საგარეო ურთიერთობების მუდმივი სახელმწიფო ორგანო, რომელიც იქმნება ორ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსხვავებით დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან, ფუნქციონირებს არა მთელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მასშტაბით, არამედ ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრულ რომელიმე საკონსულო ოლქში.  
+
'''საკონსულო დაწესებულება''' – საგარეო ურთიერთობების მუდმივი სახელმწიფო ორგანო, რომელიც იქმნება ორ [[სახელმწიფო]]ს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსხვავებით დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან, ფუნქციონირებს არა მთელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მასშტაბით, არამედ ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრულ რომელიმე საკონსულო ოლქში.  
  
თანამედროვე პერიოდში საკონსულო პრაქტიკაში ცნობილია საკონსულო დაწესებულების ორი სახე: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო განყოფილება და ბ) დამოუკიდებელი საკონსულო დაწესებულება. დამოუკიდებელი საკონსულო დაწესებულება იყოფა შემდეგ კლასებად: ა) გენერალური საკონსულო; ბ) საკონსულო; გ) ვიცე-საკონსულო და დ) საკონსულო სააგენტო.  საკონსულო დაწესებულების შტატი შედგება საკონსულოს თანამდებობის პირების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალისაგან.   
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული დიპლომატიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია: სახელმწიფო ორგანოები]]
 
[[კატეგორია: სახელმწიფო ორგანოები]]
 +
[[კატეგორია:დიპლომატიური ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 16:17, 3 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

საკონსულო დაწესებულება – საგარეო ურთიერთობების მუდმივი სახელმწიფო ორგანო, რომელიც იქმნება ორ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსხვავებით დიპლომატიური წარმომადგენლობისაგან, ფუნქციონირებს არა მთელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მასშტაბით, არამედ ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრულ რომელიმე საკონსულო ოლქში.

თანამედროვე პერიოდში საკონსულო პრაქტიკაში ცნობილია საკონსულო დაწესებულების ორი სახე: ა) დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო განყოფილება და ბ) დამოუკიდებელი საკონსულო დაწესებულება. დამოუკიდებელი საკონსულო დაწესებულება იყოფა შემდეგ კლასებად: ა) გენერალური საკონსულო; ბ) საკონსულო; გ) ვიცე-საკონსულო და დ) საკონსულო სააგენტო. საკონსულო დაწესებულების შტატი შედგება საკონსულოს თანამდებობის პირების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალისაგან.

საკონსულო დაწესებულების ძირითადი ფუნქციაა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გამგზავნი ქვეყნის ინტერესების, მისი მოქალაქეების და ორგანიზაციების ინტერესების დაცვა. მეგობრული ურთიერთობების განვითარება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეკონომიკა, მეცნიერება და ტექნიკა. ვაჭრობა, განათლება, კულტურა და ა.შ. გარდა ამისა, იგი ასრულებს უშუალოდ საკონსულო ფუნქციებს, რაც ითვალისწინებს პასპორტების, ვიზებისა და სხვა დოკუმენტების გაცემას, განახლებასა და ანულირებას, საკონსულო ოლქის ტერიტორიაზე მყოფ თანამემამულეთა აღრიცხვას, საკონსულო ლეგალიზაციას, ნოტარიუსის ფუნქციათა შესრულებას და ა.შ. ფუნქციათა ჩამონათვალს შეიცავს ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობათა შესახებ 1963, ასევე ორმხრივი საკონსულო კონვენციები.

საკონსულო დაწესებულება და მისი თანამდებობის პირები სარგებლობენ საკონსულო პრივილეგიებით და იმუნიტეტებით. მისი შენობა, მეთაურის რეზიდენციის ჩათვლით, ხელშეუხებელია, თუმცა ვენის კონვენციის თანახმად, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების შემთხვევაში შეუძლიათ შევიდნენ საკონსულო დაწესებულების შენობაში. ხელშეუხებელია არქივი, დოკუმენტები და ოფიციალური მიმოწერა. საკონსულოს უფლება აქვს თავისუფლად დაუკავშირდეს თავისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას, სხვა საკონსულოებს. იგი თავისუფლდება ყოველგვარი საბაჟო გადასახადებისგან კონკრეტული მომსახურების სფეროების გარდა. საკონსულო დაწესებულების შენობაზე გამოფენილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დროშა და ემბლემა.

[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები