ჟამთააღმწერელი
(→წყარო) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ჟამთააღმწერელი''' — (XIV ს.), მემატიანე, „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ ერთ-ერთი ნაწილის ავტორი. ვარაუდობენ, რომ [[გიორგი ბრწყინვალე|გიორგი ბრწყინვალეს]] თანამედროვე მოღვაწე უნდა ყოფილიყო. მოთხრობილი აქვს [[საქართველო|საქართველოს]] ისტორია [[ლაშა-გიორგი|ლაშა-გიორგის]] მეფობიდან [[გიორგი ბრწყინვალე|გიორგი ბრწყინვალის]] ხანამდე. ნაწარმოები „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ თხზულებათა | + | '''ჟამთააღმწერელი''' — (XIV ს.), მემატიანე, „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ ერთ-ერთი ნაწილის ავტორი. ვარაუდობენ, რომ [[გიორგი ბრწყინვალე|გიორგი ბრწყინვალეს]] თანამედროვე მოღვაწე უნდა ყოფილიყო. მოთხრობილი აქვს [[საქართველო|საქართველოს]] ისტორია [[ლაშა-გიორგი|ლაშა-გიორგის]] მეფობიდან [[გიორგი ბრწყინვალე|გიორგი ბრწყინვალის]] ხანამდე. ნაწარმოები „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ თხზულებათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. გვაწვდის [[მონღოლთა დაპყრობები|მონღოლთა]] ბატონობის პერიოდის ამსახველ მრავალ ცნობას, გამოირჩევა სიზუსტით, წყაროებისადმი კრიტიკული მიდგომით, ეპოქათა ანალიზით. „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს,“ — აღნიშნავს მემატიანე და თვით მეფე-დიდებულთა მხილებასაც არ ერიდება. ქვეყნის დაკნინების მიზეზად [[ქართველები|ქართველთა]] სამ მანკიერებას მიიჩნევს: „გემოთმოყვარება, ვერცხლის-მოყვარება და დიდების მოყვარება“. ავტორი ემყარება მრავალ ისტორიულ წყაროს. ამასთან, მისი თხზულება, საისტორიო მნიშვნელობასთან ერთად, დახვეწილი თხრობისა და მხატვრული ხედვის ჩინებული ნიმუშია. |
მიმდინარე ცვლილება 10:46, 8 ივლისი 2024 მდგომარეობით
ჟამთააღმწერელი — (XIV ს.), მემატიანე, „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ნაწილის ავტორი. ვარაუდობენ, რომ გიორგი ბრწყინვალეს თანამედროვე მოღვაწე უნდა ყოფილიყო. მოთხრობილი აქვს საქართველოს ისტორია ლაშა-გიორგის მეფობიდან გიორგი ბრწყინვალის ხანამდე. ნაწარმოები „ქართლის ცხოვრებაში“ შემავალ თხზულებათა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. გვაწვდის მონღოლთა ბატონობის პერიოდის ამსახველ მრავალ ცნობას, გამოირჩევა სიზუსტით, წყაროებისადმი კრიტიკული მიდგომით, ეპოქათა ანალიზით. „ჟამთააღმწერლობა ჭეშმარიტების მეტყველება არს,“ — აღნიშნავს მემატიანე და თვით მეფე-დიდებულთა მხილებასაც არ ერიდება. ქვეყნის დაკნინების მიზეზად ქართველთა სამ მანკიერებას მიიჩნევს: „გემოთმოყვარება, ვერცხლის-მოყვარება და დიდების მოყვარება“. ავტორი ემყარება მრავალ ისტორიულ წყაროს. ამასთან, მისი თხზულება, საისტორიო მნიშვნელობასთან ერთად, დახვეწილი თხრობისა და მხატვრული ხედვის ჩინებული ნიმუშია.
[რედაქტირება] ტექსტი
- ქართლის ცხოვრება, II, 1959, გვ. 115-150
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ი. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, 1945, გვ. 246-263.
[რედაქტირება] წყარო
- ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარიისტორიკოსები