დავით I კურაპალატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დავით I კურაპალატი''' − ქართველთა სამთავროს (ტაო-კლარჯეთის) მ...)
 
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:ტაო-კლარჯეთის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ტაო-კლარჯეთის მეფეები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი კურაპალატები]]

მიმდინარე ცვლილება 18:41, 18 ივნისი 2024 მდგომარეობით

დავით I კურაპალატი − ქართველთა სამთავროს (ტაო-კლარჯეთის) მთავარი 876-881 წ. ბაგრატ Iის უფროსი ძე. ვერაგულად მოკლა გვარამ (გუარამ) მამფალის ძემ ნასრამ (დავითის ბიძაშვილი). ივ. ჯავახიშვილის აზრით, მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როდესაც ლიპარიტ ბაღვაში გვარამ მამფალის კუთვნილ თრიალეთს დასახლდა და თავის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრემ ეს აქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა გადაწყვიტა. ნასრა ბიზანტიაში გაიქცა, სადაც შვიდი წელი დაჰყო. გვარამის გარდაცვალების შემდეგ, მათი კუთვნილი სამფლობელოები ჯავახეთი, არტაანი და ტაშირი დავითის შვილებს ერგოთ. დავითის დროს აშენდა იშხანი, ისი, ხახულის მცირე ეკლესია.



[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები