მწვანე რენკლოდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: მწვანე რენკლოდი '''მწვანე რენკლოდი''' - '''(Gr...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Mwvane renkoldi.jpg|thumb|250პქ|მწვანე რენკლოდი]]
 
[[ფაილი:Mwvane renkoldi.jpg|thumb|250პქ|მწვანე რენკლოდი]]
  
'''მწვანე რენკლოდი''' - '''(Green Gage)'''; სინონიმები: რენკლოდი დიდი მწვანე, [[ალტენის რენკლოდი|რენკლოდი ნამდვილი]], ინგლისური ქლიავი. ძველი სამრეწველო ქლიავის ჯიში, ფართოდ იყო გავრცელებული იტალიასა, საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე XVII საუკუნეში. სახელწოდება „Reine Claude“ ამ ქლიავის ჯიშს მიაკუთვნეს საფრანგეთის დედოფლის კლოდის სახელის აღსანიშნავად იმის გამო, რომ ეს ჯიში საფრანგეთში მის დროს (1494–1547 წლებში) იყო შემოტანილი. სხვადასხვა ქვეყნებში ის სხვადასხვა სახელწოდებით გავრცელდა.
+
'''მწვანე რენკლოდი''' - '''(Green Gage)'''; სინონიმები: რენკლოდი დიდი მწვანე, [[ალტანის რენკლოდი|რენკლოდი ნამდვილი]], ინგლისური ქლიავი. ძველი სამრეწველო ქლიავის ჯიში, ფართოდ იყო გავრცელებული იტალიასა, საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე XVII საუკუნეში. სახელწოდება „Reine Claude“ ამ ქლიავის ჯიშს მიაკუთვნეს საფრანგეთის დედოფლის კლოდის სახელის აღსანიშნავად იმის გამო, რომ ეს ჯიში საფრანგეთში მის დროს (1494–1547 წლებში) იყო შემოტანილი. სხვადასხვა ქვეყნებში ის სხვადასხვა სახელწოდებით გავრცელდა.
  
 
დიდიხანია რაც იგი შემოტანილია საქართველოში. ამჟამად მისი ნარგავობა ძალიან შემცირდა; ეს საუკეთესო სამრეწველო ჯიში აქ გვხვდება მხოლოდ ცალკეული ხეების სახით.
 
დიდიხანია რაც იგი შემოტანილია საქართველოში. ამჟამად მისი ნარგავობა ძალიან შემცირდა; ეს საუკეთესო სამრეწველო ჯიში აქ გვხვდება მხოლოდ ცალკეული ხეების სახით.

16:33, 14 ივნისი 2017-ის ვერსია

მწვანე რენკლოდი

მწვანე რენკლოდი - (Green Gage); სინონიმები: რენკლოდი დიდი მწვანე, რენკლოდი ნამდვილი, ინგლისური ქლიავი. ძველი სამრეწველო ქლიავის ჯიში, ფართოდ იყო გავრცელებული იტალიასა, საფრანგეთსა და გერმანიაში უკვე XVII საუკუნეში. სახელწოდება „Reine Claude“ ამ ქლიავის ჯიშს მიაკუთვნეს საფრანგეთის დედოფლის კლოდის სახელის აღსანიშნავად იმის გამო, რომ ეს ჯიში საფრანგეთში მის დროს (1494–1547 წლებში) იყო შემოტანილი. სხვადასხვა ქვეყნებში ის სხვადასხვა სახელწოდებით გავრცელდა.

დიდიხანია რაც იგი შემოტანილია საქართველოში. ამჟამად მისი ნარგავობა ძალიან შემცირდა; ეს საუკეთესო სამრეწველო ჯიში აქ გვხვდება მხოლოდ ცალკეული ხეების სახით.

მწვანე რენკლოდი

კარგად ეგუება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონების ბუნებრივ პირობებს.

ხე უფრო უკეთესად ვითარდება მძიმე და ტენიან, ვიდრე მშრალ და მსუბუქ ნიადაგზე. ახალგაზრდობაში ხე ზომიერად ისხამს, შემდეგ კი უხვი მოსავალი ახასიათებს, რის გამოც ზოგჯერ ნაყოფი წვრილდება ხოლმე.

მწვანე რენკლოდი ძველიდანვე ცნობილია, როგორც საუკეთესო ქლიავის საკომპოტე ჯიში, აგრეთვე დიდ ღირებულებას წარმოადგენს იგი, როგორც საუკეთესო გემოს მქონე სუფრის ჯიში. ამ ჯიშის უარყოფით მხარეებს შეადგენს: ცუდი ტრანსპორტაბელობა, ნაყოფის ადვილი დაზიანება სიდამპლითა და ნაყოფჭამიათი.

ხე

ხე ზომიერი ზრდისაა, მრგვალი გადაშლილი ვარჯით, დატოტვა თხელი აქვს. ფოთოლი წვრილია, ოვალური ფორმის, წაწვეტებული ბოლოთი. ფოთლის ფირფიტის კიდე ორმაგადაა დაკბილული: ფოთლის ზედაპირი მწვანეა, გლუვი, ქვედა მხარე მწვანეა, შებუსვილი. ყვავილობის პერიოდი ადრეულა ახასიათებს. ჯიში თვითსტერილია. საუკეთესო დამამტვერიანებელ ჯიშებად ცნობილია: ანა შპეტი, ვიქტორია, ეკატერინე.

მწვანე რენკოლდის ყვავილი

ნაყოფი

ნაყოფი საშუალო ზომისაა (3,6X3 სმ.), ერთი ნაყოფის საშუალო წონა 23 გრამს უდრის. ნაყოფი მრგვალი ფორმისაა, ღარი ნაყოფზე განიერია და არაღრმა.

ნაყოფის კანი თხელია, მწვანე ფერის, ზევიდან გადაჰკრავს ძლიერი ცვილისებრი თეთრი ფიფქი, რის გამოც ნაყოფი მონაცრისფრო მწვანე შეფერვას იღებს.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო–მწვანე ფერისაა, რბილი კონსისტენციის, მდნარი, ძალიან ტკბილი, მჟავეობა სულ არ ემჩნევა, წვნიანია, სასიამოვნო სურნელებით.

კურკა ნახევრად სცილდება ნაყოფის ხორცს, ნაყოფი მწიფდება დასავლეთ საქართველოში აგვისტოს დასაწყისში, ქართლიში – აგვისტოს 20 რიცხვებიდან.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები