ნიალისყურის ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიალისყურის ქედი“ გადაიტანა გვერდზე „ჩრდილის ქედი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჩრდილის ქედი“ გადაიტანა გვერდზე „ნიალისყურის ქედი“ გადამისამ...) |
21:17, 11 მაისი 2024-ის ვერსია
ნიალისყურის ქედი, (ჩრდილის ქედი, ჩილდირის ქედი, გიოქთაფის მაღლობი) – ქედი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგნის სამხრეთ ნაწილში, საქართველოსა (ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) და სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. მისი უდიდესი ნაწილი საქართველოს ფარგლებს გარეთაა მოქცეული. უმაღლესი მწვერვალია სამთავა (უჩთაფალარი – 3011 მ). ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს: „... არს მთა ესე სრულიად უტყეო, ბალახ-შამბყვავილიანი და წყაროიანი, ხოლო ფოსოს კერძონი და წყაროს-თავის კერძო მტკვრამდე – ტყიანი, ნადირიან-ფრინვლიანი”.