დადიანი ოზბეგ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოზბეგ დადიანი“ გადაიტანა გვერდზე „დადიანი ოზბეგ“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დადიანი ოზბეგ“ გადაიტანა გვერდზე „ოზბეგ დადიანი“ გადამისამარ...) |
12:46, 9 ივნისი 2017-ის ვერსია
ოზბეგ დადიანი - სვანთა ერისთავი XV ს-ის შუა ხანებში. ოზბეგ ერისთავს მოიხსენიებს მთავარეპისკოპოსი დანიელ ცაიშელი ლაბსყელდაშის ეკლესიისათვის საპატიჟოს დაწესების სიგელში: „ვაკურთხე მთავარანგელოზი დემეტრე მეფისა მეფობასა შიგა ერისთავთ ერისთავისა დადიანისა ოზბეგისა ბრძანებითა და მოწმებითა“. საბუთი გაცემულია 1445-1452 წწ-ში დემეტრე მეფის (ალექსანდრე დიდის ძის) მეფობის დროს. იგივე ოზბეგ დადიანი სვანთა ერისთავისა და მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულებით მოიხსენიება მისივე საფლავის ქვის ეპიტაფიაში, რომელიც აღმოჩენილია ოჩამჩირის რ-ნ სოფელ ჭლოუში (ჭალა).
წყაროები და ლიტერატურა
სილოგავა 1986: 64; ბერაძე 1999: 143.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017