ლაფონი რენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რენე ლაფონი''' – (დ. 4 აგვისტო, 1899, მერინაკი, ბორდოს ახლოს, – გ. 4 ია...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლაფონი რენე“ გადაიტანა გვერდზე „რენე ლაფონი“)

16:09, 30 იანვარი 2024-ის ვერსია

რენე ლაფონი – (დ. 4 აგვისტო, 1899, მერინაკი, ბორდოს ახლოს, – გ. 4 იანვარი 1974, არკაშონი, იქვე), ფრანგი ენათმეცნიერი, ბასკოლოგი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი. ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორი (1948), საფრანგეთის მხატვრული ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1952), ბილბაოს აკადემიის წევრი (1955).

1937-იდან იკვლევდა კავკასიურ ენებთან ბასკური ენის ნათესაობის საკითხს. 1944 დაიცვა დისერტაცია თემაზე „ბასკური ზმნის სისტემა მეთექვსმეტე საუკუნეში“ (ტ. 1–2). ლაფონს 100-ზე მეტი ნაშრომი ეკუთვნის. მან ფრანგულ ენაზე თარგმნა ა. შანიძის „გრამატიკული სუბიექტი ზოგიერთ გარდაუვალ ზმნასთან ქართულში“, „ვეფხისტყაოსნის“ ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას „მთის წყარო“, ა. წერეთლის „სულიკო“, ე. წერეთელთან ერთად ი. აბაშიძის „ხმა გოლგოთასთან“ და სხვ. სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს რეცენზიები და სტატიები ქართველ მეცნიერთა (ა. შანიძე, არნ. ჩიქობავა, ქ. ლომთათიძე, ი. ცერცვაძე, ბ. ფოჩხუა და სხვ.) ნაშრომებზე. 1969 თსუ სამეცნიერო საბჭომ ქართული ენის შესწავლისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში დიდი დამსახურებისათვის ლაფონს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

ს. თურნავა


თხზულებები

  • ბასკური ენა.– წგ: ბასკური ენა და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა, თბ., 1976.

ლიტერატურა

  • თურნავა ს. რენე ლაფონი და საქართველო, თბ. 1969;
  • მისივე, XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია, თბ. 1999.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები