ენობრივი სიტუაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
ენობრივი სიტუაცია გულისხმობს მოცემულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გავრცელებული ენებისა და [[სახელმწიფო]] ენის მიმართებას; განათლების სისტემაში ენათა ფუნქციონირებას; კონკრეტულ (ან რამდენიმე) ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობას სახელმწიფოში (სახელმწიფოს რომელსამე რეგიონში); მოსახლეობის ენობრივი კომპეტენციის მიხედვით განსხვავებულ ასაკობრივსა და სოციალურ ჯგუფებს; [[ბილინგვიზმი]]სა და მულტილინგვიზმის ხარისხს; არამკვიდრი მოსახლეობის ვინაობის, მეობის (identity) განმსაზღვრელ ფაქტორებს; ეროვნულ უმცირესობათა ენობრივ უფლებებს; ენათა ლინგვისტური ურთიერთგავლენის ხარისხს და სხვ. ენობრივი სიტუაცია ცვალებადია. იგი დამოკიდებულია სახელმწიფოს ძლიერებაზე, დემოკრატიის ხარისხზე, სახელმწიფოს [[ენობრივი პოლიტიკა|ენობრივ პოლიტიკა]]ზე, მეზობელ სახელმწიფოთა თავისებურებებზე, ეროვნულ უმცირესობათა და უმრავლესობის ურთიერთობაზე, მიგრაციულ პროცესებზე, ეკონომიკურ ვითარებაზე და სხვ.
 
ენობრივი სიტუაცია გულისხმობს მოცემულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გავრცელებული ენებისა და [[სახელმწიფო]] ენის მიმართებას; განათლების სისტემაში ენათა ფუნქციონირებას; კონკრეტულ (ან რამდენიმე) ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობას სახელმწიფოში (სახელმწიფოს რომელსამე რეგიონში); მოსახლეობის ენობრივი კომპეტენციის მიხედვით განსხვავებულ ასაკობრივსა და სოციალურ ჯგუფებს; [[ბილინგვიზმი]]სა და მულტილინგვიზმის ხარისხს; არამკვიდრი მოსახლეობის ვინაობის, მეობის (identity) განმსაზღვრელ ფაქტორებს; ეროვნულ უმცირესობათა ენობრივ უფლებებს; ენათა ლინგვისტური ურთიერთგავლენის ხარისხს და სხვ. ენობრივი სიტუაცია ცვალებადია. იგი დამოკიდებულია სახელმწიფოს ძლიერებაზე, დემოკრატიის ხარისხზე, სახელმწიფოს [[ენობრივი პოლიტიკა|ენობრივ პოლიტიკა]]ზე, მეზობელ სახელმწიფოთა თავისებურებებზე, ეროვნულ უმცირესობათა და უმრავლესობის ურთიერთობაზე, მიგრაციულ პროცესებზე, ეკონომიკურ ვითარებაზე და სხვ.
  
[[საქართველო]]ს დღევანდელი ენობრივი სიტუაცია განსაზღვრა XIX და XX სს. ენობრიემა პოლიტიკამ, რომელსაც ძირითადად [[რუსეთი]]ს ცარისტული და საბჭოური იმპერიები ახორციელებდნენ.  
+
[[საქართველო]]ს დღევანდელი ენობრივი სიტუაცია განსაზღვრა XIX და XX სს. ენობრივმა პოლიტიკამ, რომელსაც ძირითადად [[რუსეთი]]ს ცარისტული და საბჭოური იმპერიები ახორციელებდნენ.  
  
საქართველოში მკვიდრი მოსახლეობის – [[ქართველები]]ს – გარდა ცხოერობენ [[აფხაზები]], აზერბაიჯანელები, ასურელები, [[ებრაელები]], ოსები, სომხები, უდიები, ქისტები, ხუნძები და სხვ. საქართველოს სახელმწიფო ენაა [[ქართული ენა|ქართული]] და უზრუნველყოფილია მისი ფუნქციონირება სახელმწიფოს ყოფაცხოვრების ყველა დონეზე. ყველა არაქართველ ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც კომპაქტურად სახლობს საქართველოში, შექმნილი აქვს პირობები მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და კულტურული განვითარებისათვის.
+
საქართველოში მკვიდრი მოსახლეობის – [[ქართველები]]ს – გარდა ცხოვრობენ [[აფხაზები]], აზერბაიჯანელები, ასურელები, [[ებრაელები]], ოსები, სომხები, უდიები, ქისტები, ხუნძები და სხვ. საქართველოს სახელმწიფო ენაა [[ქართული ენა|ქართული]] და უზრუნველყოფილია მისი ფუნქციონირება სახელმწიფოს ყოფაცხოვრების ყველა დონეზე. ყველა არაქართველ ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც კომპაქტურად სახლობს საქართველოში, შექმნილი აქვს პირობები მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და კულტურული განვითარებისათვის.
  
XX ს. 90-იან წლებში ეთნოკონფლიქტებისა და სამხედრო [[აგრესია|აგრესიის]] შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია აფხაზეთიდან და ისტორიული სამაჩაბლოდან (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი). შესაბამისად, ქართული ენის ფუნქცინირება ხელოვნურადაა შეწყვეტილი ამ ორ რეგიონში.
+
XX ს. 90-იან წლებში ეთნოკონფლიქტებისა და სამხედრო [[აგრესია|აგრესიის]] შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია აფხაზეთიდან და ისტორიული სამაჩაბლოდან (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი). შესაბამისად, ქართული ენის ფუნქციონირება ხელოვნურადაა შეწყვეტილი ამ ორ რეგიონში.
  
 
''მ. ტაბიძე''
 
''მ. ტაბიძე''

მიმდინარე ცვლილება 16:15, 22 იანვარი 2024 მდგომარეობით

ენობრივი სიტუაცია – კონკრეტულ ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ არეალში გავრცელებული ენების ფუნქციური მიმართების, სტატუსისა და სოციალური როლის ამსახველი ვითარება. ენობრივი სიტუაცია გარკვეულ პერიოდს მოიცავს. მისი აღწერისას მეტი ყურადღება ეთმობა ენათა დახასიათებას სინქრონიულ დონეზე, ვიდრე მოცემულ გეოგრაფიულ არეალში ამ ენათა გამოჩენის ისტორიას (თუმცა თანამედროვე სოციოლინგვისტიკა ამ ცალმხრივობის აღმოფხვრასაც ესწრაფვის).

ენობრივი სიტუაცია გულისხმობს მოცემულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გავრცელებული ენებისა და სახელმწიფო ენის მიმართებას; განათლების სისტემაში ენათა ფუნქციონირებას; კონკრეტულ (ან რამდენიმე) ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობას სახელმწიფოში (სახელმწიფოს რომელსამე რეგიონში); მოსახლეობის ენობრივი კომპეტენციის მიხედვით განსხვავებულ ასაკობრივსა და სოციალურ ჯგუფებს; ბილინგვიზმისა და მულტილინგვიზმის ხარისხს; არამკვიდრი მოსახლეობის ვინაობის, მეობის (identity) განმსაზღვრელ ფაქტორებს; ეროვნულ უმცირესობათა ენობრივ უფლებებს; ენათა ლინგვისტური ურთიერთგავლენის ხარისხს და სხვ. ენობრივი სიტუაცია ცვალებადია. იგი დამოკიდებულია სახელმწიფოს ძლიერებაზე, დემოკრატიის ხარისხზე, სახელმწიფოს ენობრივ პოლიტიკაზე, მეზობელ სახელმწიფოთა თავისებურებებზე, ეროვნულ უმცირესობათა და უმრავლესობის ურთიერთობაზე, მიგრაციულ პროცესებზე, ეკონომიკურ ვითარებაზე და სხვ.

საქართველოს დღევანდელი ენობრივი სიტუაცია განსაზღვრა XIX და XX სს. ენობრივმა პოლიტიკამ, რომელსაც ძირითადად რუსეთის ცარისტული და საბჭოური იმპერიები ახორციელებდნენ.

საქართველოში მკვიდრი მოსახლეობის – ქართველების – გარდა ცხოვრობენ აფხაზები, აზერბაიჯანელები, ასურელები, ებრაელები, ოსები, სომხები, უდიები, ქისტები, ხუნძები და სხვ. საქართველოს სახელმწიფო ენაა ქართული და უზრუნველყოფილია მისი ფუნქციონირება სახელმწიფოს ყოფაცხოვრების ყველა დონეზე. ყველა არაქართველ ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც კომპაქტურად სახლობს საქართველოში, შექმნილი აქვს პირობები მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და კულტურული განვითარებისათვის.

XX ს. 90-იან წლებში ეთნოკონფლიქტებისა და სამხედრო აგრესიის შედეგად ქართველი მოსახლეობა გამოდევნილია აფხაზეთიდან და ისტორიული სამაჩაბლოდან (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი). შესაბამისად, ქართული ენის ფუნქციონირება ხელოვნურადაა შეწყვეტილი ამ ორ რეგიონში.

მ. ტაბიძე


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები